რამდენს გამოიმუშავებს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის 1/16-ფინალში გასვლით 77 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა.


23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის ტურნირის მეორე წრეში ესპანელი ფელისიანო ლოპესი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/16-ფინალში გავიდა, სადაც 4 ივლისს მე-20 ნომრად განთესილ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ესპანელ მეტოქეს დაამარცხებს, შემდეგ შეხვედრაში, სავარაუდოდ, მსოფლიოს მეორე ჩოგანს, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

უიმბლდონის 1/16-ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი 127 ათას ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, ყოველ მომდევნო
ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი საპრიზო ფონდი მატულობს - მეოთხედფინალში ფულადი ჯილდო 241 ათას ფუნტს შეადგენს, ნახევარფინალში - 470 ათას ფუნტს, ფინალში კი - 940 ათას ფუნტ სტერლინგს. ხოლო უიმბლდონის წლევანდელი გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში მამაკაცებს შორის 1 880 000 ფუნტს მიიღებს.

უიმბლდონის ტურნირის მთლიანი საპრიზო ფონდო წელს, გასულ წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა და 26,75 მილიონი ფუნტი შეადგინა. ერთეულთა თანრიგში როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის გამარჯვებულები კი, 2014 წელთან შედარებით, 120 ათასი ფუნტით მეტს მიიღებენ.

წყარო: bpn.ge
ასევე დაგაინტერესებთ