ჟო-ვილფრიდ ცონგა ავსტრალიას გამოტოვებს?

AutoSharing Option
ფრანგული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ, შესაძლოა, უარი თქვას ავსტრალიის ღია პირველობაში გამოსვლაზე. ამის მიზეზია იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც ცონგამ სრულად ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები დევისის თასის ფინალში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ექიმები მირჩევდნენ უარი მეთქვა ჩოგბურთის საერთაშორისო პრემიერლიგაში გამოსვლაზე, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა, ამიტომაც გადავწყვიტე ტრავმით თამაში. ვეცადე მეჩვენებინა ლამაზი და ხარისხიანი თამაში. რაც შეეხება 2015 წლის სეზონის დასაწყისს, ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქვა, რამდენი ხანი გაგრძელდება აღდგენითი პროცესი", - ამბობს ცონგა გაზეთ
"ეკიპთან" კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული