ჯენიფერ კაპრიატი ციხეში არ ჩაჯდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი ციხეს გადაურჩა მას შემდეგ, რაც პოლიციასთან გარიგებაზე წავიდა.

ჩოგბურთელმა აღიარა თავისი ყოფილი ბოიფრენდისთვის, ეივენ ბრენანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც პალმ-ბიჩის ოლქის სასამართლომ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე ჯენიფერის წინააღმდეგ, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ:

ამერიკელმა უნდა გაიაროს აუცილებელი კურსები საკუთარი მრისხანების სამართავად; აგრეთვე, უნდა შეასრულოს გამოსასწორებელი სამუშაოები 30 დღის განმავლობაში.

კაპრიატის პატიმრობა ემუქრებოდა იმ ინციდენტის გამო, რომელიც შარშან, 14 თებერვალს მოხდა. მაშინ ცნობილ ჩოგბურთელს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი აწ უკვე ყოფილი ბოიფრენდის ცემისთვის. როგორც ჩანს,
"წმინდა ვალენტინის დღე" იმდენად უიღბლო გამოდგა, რომ 37 წლის კაპრიატიმ რამდენჯერმე უთავაზა მუშტი ბრენანს, რის შემდეგაც დაზარალებულმა პოლიციას მიმართა.

ადრე ჩოგბურთელი ყველა ბრალდებას უარყოფდა და მათ უსაფუძვლოსა და სასაცილოს უწოდებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული