ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ცონგასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (71) ლიონის ტურნირის ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ მასპინძელ ჯო-უილფრიდ ცონგასთან (13) ითამაშა და სამ სეტში წააგო - 2:6, 6:3, 1:6.

ცონგამ პირველი სეტი 38 წუთში მოიგო - 6:2, თუმცა შემდეგ ჩვენებურის ჯერი დადგა, რომელმაც ფავორიტს 41 წუთში აჯობა - 6:3. გადამწყვეტ სეტში კი ცონგას უპირატესობა აშკარა იყო - 1:6 30 წუთში.

შეგახსენებთ, რომ ლიონის ტურნირის, რომელიც როლან გაროსის გენერალური რეპეტიციაა, საპრიზო ფონდი 482 ათასი ევროა. ამ ტურნირის ნახევარფინალისტი 90 ქულას მიიღებს რეიტინგში.

ახლა ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში
იასპარეზებს.
ასევე დაგაინტერესებთ