ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
25 მაისს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილი მეოთხედფინალში არგენტინელ ჩოგან ნიკოლას კიკერს შეხვდა, რომელიც მსოფლიოს 94-ე ჩოგანია და ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:1 დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს 71-ე ჩოგანია, ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვისა (54) და ჯო უილფრიდ ცონგას (13) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა გამოცდილი იტალიელი ანდრეას სეპი ორ სეტში დამაჯერებლად დაამარცხა.
ასევე დაგაინტერესებთ