ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეთიშა ბარსელონას ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 2,325 მილიონი ევროა.

შეჯიბრების მეორე წრეში ჩვენებური მე-5 ნომრად განთესილ დავიდ გოფინს შეხვდა, რომელიც მსოფლიოს მე-10 ჩოგანია.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა, ჩვენებური 3:1 და 5:4 იყო დაწინაურებული, თუმცა საბოლოოდ 5:7 დამარცხდა.

მეორე სეტში კი მან საერთოდ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - 5:7, 0:6.

პირველ წრეში ჩვენებურმა ტარო დენიელი დაამარცხა - 6:3, 6:1.
ასევე დაგაინტერესებთ