ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ამერიკული დელრეი ბიჩის ტურნირის II წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (53) ბელგიელ სტივ დარსის (57) შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 5:7.

ორთაბრძოლა მხოლოდ საათ-ნახევარს გაგრძელდა. ჩვენებურმა ჯამში 6-ჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა I წრეში მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა სამ სეტში.

დელრეი ბიჩის ტურნირის საპრიზო ფონდი 535 ათასი დოლარია.
ასევე დაგაინტერესებთ