ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკულ დელრეი ბიჩში წარმატებით აიღო სტარტი მსოფლიოს 53-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

I წრეში ჩვენებური 38 წლის გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის გამო, რეიტინგში ათასეულს მიღმაა, თუმცა აღიარებული ვარსკვლავია, ერთ დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო და 15 ტურნირი აქვს მოგებული ATP-ის ეგიდით. ნიკამ თითქმის ორ-საათნახევრიანი ორთაბრძოლა 6:7 (4:7), 7:6 (10:8), 6:2 მოიგო.

ახლა ჩვენებურის მეტოქე ბელგიელი სტივ დარსია (57), რომელმაც საკვალიფიკაციო ბადიდან გამოაღწია და პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ბერნარდ ტომიჩს (ავსტრალია) აჯობა - 3:6, 6:1, 6:4.
ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]" />

ბასილაშვილმა ამით 20 სარეიტინგო ქულა დაიბევა, რომელსაც 45-მდე გაზრდის თუ დარსისაც აჯობებს. დელრეი ბიჩის ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 535 ათასი ამერიკული დოლარია.
ასევე დაგაინტერესებთ