რეკორდული მაჩვენებელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა!

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 53-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია ATP-ის რეიტინგში. ამაზე მაღალ საფეხურზე ქართველი ჩოგბურთელი ჯერ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხდა.

- ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ტურნირის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ქართველმა ჩოგბურთელმა მემფისის ტურნირის ფინალში ამერიკელ რაიან ჰარისონთან დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველ სეტში ჩემი რიტმი ვერ ვიპოვე. საკმარისად აქტიურად არ ვთამაშობდი, უმეტესად, თავს ვიცავდი. რაიანი ბრეიქ-პოინტებზე კარგად აწვდიდა. მეორე სეტში ბევრი შანსი მქონდა,
მაგრამ ენერგია არ მყოფნიდა. ძალიან საწყენია, მაგრამ ამ მატჩიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანო.

რაიანმა დაუჯერებლად ითამაშა 12 ბრეიქ-პოინტზე. ის მაიძულებდა, ბევრი დარტყმა გამეკეთებინა, რაც მას საკმაოდ ეხმარებოდა. საერთო ჯამში, ამ კვირას მან კარგად ითამაშა", - თქვა ბასილაშვილმა ტურის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი "დელრეი ბიჩის" ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე 38 წლის გერმანელი ტომი ჰაასი იქნება. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დრო შეიძლება შეიცვალოს.
ასევე დაგაინტერესებთ