ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 9 თებერვალს, "სოფია ოუფენზე" 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი იყო.

ყველასთვის მოულოდნლეად, ბასილაშვილმა სენსაცია მოახდინა და მეტოქე ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა, რითაც 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილს მეტოქედ სლოვაკი მარტინ კლიზანი ეყოლება. სლოვაკი ჩოგბურთელი ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
ასევე დაგაინტერესებთ