ავტოსპორტი

სხვადასხვა

პატარა შუმის ორი მოგება

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი - მიკ შუმახერი კვლავაც ძალიან წარმატებით გამოდის გერმანულ "ფორმულა-4"-ში. "ლაუზიტცრინგზე" გამართულ ორდღიან ეტაპზე, უმცროსმა შუმახერმა შაბათს ორი რბოლის მოგება შეძლო. მან ორივე შემთხვევაში პოულიდან აიღო სტარტი.

კვირას, ახალგაზრდა გერმანელი გაცილებით ცუდად გამოვიდა - მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმცა მეათე პოზიციიდან დაიწყო რბოლა.

ამ გამარჯვებების შემდეგ, მიკ შუმახერი ძალიან მიუახლოვდა გენერალურ კლასიფიკაციაში ჩემპიონატის ლიდერს ჯოუი მოუსონს. მათ შორის სხვაობა სამი ქულაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"