ავტოსპორტი

სხვადასხვა

ფორმულა-4: პატარა შუმახერის პირველი პრიზი

AutoSharing Option
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა, 16 წლის მიკ შუმახერმა სადებიუტო რბოლა ჩაატარა გერმანულ "ფორმულა 4"-ში და მეცხრე მივიდა ფინიშთან. არადა, უმცროსმა შუმახერმა მხოლოდ მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი. სულ რბოლაში 35 პილოტი იღებდა მონაწილეობას.

რბოლის შემდეგ მიკმა საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მიიღო, ამიტომაც მიხაელის ვაჟი ეტაპის სამ საუკეთესო პილოტთან ერთად ოშერსლებენის ავტოდრომზე დაჯილდოვების ცერემონიაში იღება მონაწილეობას.

"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რომ შევძელი რბოლის მსვლელობისას პროგრესი, - განაცხადა ფინიშის შემდეგ გერმანელმა. - ვერ ვიფიქრებდი, რომ საუკეთესო ახალბედა გავხდებოდი. გუშინდელი კვალიფიკაციისა და ჩემი სასტარტო
პოზიციის შემდეგ საბოლოო შედეგმა ძალიან გამახარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"