დანიკას კონკურენტი შეუყვარდა

AutoSharing Option
ცნობილ ამერიკელ ქალ მრბოლელს, დანიკა პატრიკს, რომანი აქვს ტრასაზე თავის კონკურენტთან, NASCAR Nationwide-ის 2011 და 2012 წლების ჩემპიონთან, რიკი სტენჰაუსთან.

ამერიკელმა თავისი სიყვარული სამუშაოს დროს იპოვა. პილოტი 2012 წელს დაშორდა მეუღლეს, პოლ ჰოსპენტალს, რომელთან ერთადაც შვიდი წელი იცხოვრა. გაყრის შესახებ დანიკამ შარშანდელი სეზონის ბოლო რბოლის წინ გამოაცხადა.
ამის შემდეგ დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ პატრიკს ახალი რჩეული ჰყავდა და ბოლოს თავად პილოტმა დაადასტურა, რომ მან ურთიერთობა გააბა თავის ერთ-ერთ კონკურენტთან - NASCAR Nationwide-ის ორგზის ჩემპიონ რიკი სტენჰაუსთან.

ასე რომ, ახლა
რიკისთვის რთული იქნება გამარჯვებების მოპოვება, რადგან, როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეეფერება, ტრასაზე ქალბატონს უნდა დაუთმოს გზა. მით უმეტეს, რომ ეს ქალბატონი თავადაც მაღალი დონის პილოტია და შარშან NASCAR-ის სერიაში მე-10 ადგილი დაიკავა.

2013 წლის სეზონში პატრიკი და სტენჰაუსი გააგრძელებენ ტრასაზე კონკურენციას - ისინი NASCAR Sprint Cup-ის სერიაში გადადიან. მაგრამ ორივე ირწმუნება, რომ სპორტული ბრძოლა ხელს არ შეუშლის მათ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დანიკა ბერნის მუზაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული