ფორმულა 1: საინტერესო პროგნოზები ბერნისგან

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გაზეთს The Sunday Times-ს. გთავაზობთ ამ საუბრის რამდენიმე ფრაგმენტს.

მაგალითად, ბრიტანელ ჩინოვნიკს არ გაუკვირდება, თუ ავტომწარმოებლები საკუთარი სარბოლო გუნდების დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"რა თქმა უნდა, "ფერარიმ" და "მერსედესმა", შესაძლოა, დატოვონ ჩემპიონატი. "მერსედესი" იმ დღეს წავა, როცა ეს მას აწყობს. ასეთი რამ ვნახეთ "ჰონდას", BMW-ისა და "ტოიოტას" შემთხვევაში. ისინი მიდიოდნენ მაშინ, როცა ფორმულა 1-გან ყველაფერი ჰქონდათ მიღებული, რაც შეეძლოთ".

ბერნი ექლსტოუნი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს რბოლების ჩატარების ფორმატი ახალი აუდიტორიის მოსაზიდად.

"ხალხს შეუძლია რაღაც მოვლენა ყურადღებით აღიქვას მოკლე დროის განმავლობაში, ამიტომაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გეგმავენ - ტურნირების უფრო მოკლე ფორმატით ჩატარებაზე გადასვლას. ჩვენც უნდა გადავხედოთ რბოლის ჩატარების კონცეპციას. ორი რბოლა - თითო 40 წუთის ხანგრძლივობის. მათ შორის იქნება შესვენება 40 წუთი, რომლის დროსაც, გუნდები იმუშავებენ მანქანებზე, პილოტები კი კომენტარებს დაარიგებენ. ვფიქრობ, ეს მოიზიდავს მაყურებელს. ასეთ მიდგომას პოზიტიურად მიიღებენ ტელეკომპანიები, სპონსორები და რეკლამის დამკვეთები".

ექლსტოუნმა ასევე განაცხადა, რომ სინგაპურის მთავრობა აპირებს - უარი განაცხადოს გრანპრის ჩატარებაზე.

"შეხედეთ, რამდენი რამ გავაკეთეთ სინგაპურისთვის. დიახ, გრანპრი მათ ძვირად უჯდებათ, მაგრამ ჩვენც ბევრი ფული მივუტანეთ. სინგაპური აღარ არის მხოლოდ აეროპორტი იმისთვის, რომ საიდანღაც ჩაფრინდე ან სადღაც გაფრინდე. ახლა, მათ მიაჩნიათ, რომ თავიანთ მიზანს მიაღწიეს და აღარ უნდათ გრანპრის ჩატარება".

შეგახსენებთ, რომ სინგაპური ერთადერთია ფორმულა 1-ის კალენდარში, სადაც ღამის რბოლა იმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული