ვალენსიაში ფორმულა 1 აღარ გაიმართება

AutoSharing Option
ქალაქ ვალენსიას საქალაქო ტრასაზე ფორმულა 1-ს დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. მაშინ ფერნანდო ალონსოს პოპულარობამ და წარმატებულმა გამოსვლებმა ესპანეთს ორი გრანპრის მასპინძლობის საშუალება მისცა, თუმცა ეკონომიკურმა კრიზისმა სერიოზული პრობლემები წარმოშვა.

ბოლო რბოლა ვალენსიას პორტში 2012 წელს გაიმართა, 17 ოქტომბერს კი ქალაქის მთავრობაში დაადასტურეს - ბერნი ექლსტოუნთან მოლაპარაკებებისას, მათ მოახერხეს მოქმედი კონტრაქტის გაუქმება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მათ ბარსელონასთან მონაცვლეობით უნდა ჩაეტარებინათ ესპანეთის გრანპრი.

"მე არ შემიძლია ვუთხრა ჩემს პარტნიორებს, რომ ვერ ვახერხებ გადასახადების გადახდას იმის გამო, რომ ფორმულა 1-ის რბოლას ვატარებ. ექლსტოუნთან
შეხვედრებისას მე ავხსენი, რამდენად რთული იყო ჩვენთვის ბიუჯეტში საჭირო თანხების მონახვა, თუმცა სავარაუდო თანამშრომლობისთვის კარი ღია დავტოვე.

ჩვენ ვცადეთ კატალონიის პრეზიდენტთან მოლაპარაკება, მაგრამ მან შეცვალა თავისი პოზიცია - ჯერ დათანხმდა, შემდეგ უარი თქვა. ვწუხვარ, რომ მოგვიწია ხელშეკრულების გადახედვა, რადგან ადმინისტრაციამ უნდა აასრულოს თავისი სიტყ
ვა და შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. ჩვენ ეს ვერ შევძელით", - განაცხადა ვალენსიას მერმა ალბერტ ფაბრამ.

როსი ავტოსპორტიდან მიდის?
ბოლო დროს საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება "მერსედესის" ბოსის, როს ბრაუნის შესახებ. ვარაუდობდნენ, რომ ბრიტანელი სპეციალისტი დატოვებდა გერმანულ საჯინიბოს და "მაკლარენში" გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ 17 ოქტომბერს გერმანულ პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ბრაუნი არა მხოლოდ "მერსედესის" დატოვებაზე, არამედ მთლიანად რბოლებიდან წასვლაზე ფიქრობს.

"მერსედესის" წარმომადგენელმა ნიკი ლაუდამ აღიარა, რომ როს ბრაუნის მომავლის შესახებ სიტუაცია 50X50-ზეა. ყველა ცდილობს გადააფიქრებინოს ბრიტანელს კარიერის დასრულება, განსაკუთრებით, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი, თუმცა ჯერ გარკვეული არაფერია.

ფსონები 2014 წლისთვის
ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ სებასტიან ფეტელი მეოთხე ტიტულს მოიპოვებს, ხოლო "რედ ბული" კონსტრუქტორთა თასს მიიღებს. ასე რომ, ბრიტანული საბუკმეკერო კანტორის, William Hill-ის ბუკმეკერები უკვე მომავალ სეზონში იყურებიან და მათ დაიწყეს ფსონების მიღება 2014 წლის ჩემპიონატის მოგებაზე.

ტექნიკურ რეგლამენტში სერიოზული ცვლილებებისა და ახალ ტურბირებულ ძრავებზე გადასვლის მიუხედავად, ფავორიტებად რჩებიან სებასტიან ფეტელი და "რედ ბული". ფსონები მიიღება იმ პილოტებზეც, რომელთა კონტრაქტები მომავალი სეზონისთვის დადასტურებული არ არის.

ფსონები 2014 წლის სეზონისთვის:
ფეტელი 2.00
ჰემილტონი 5.50
ალონსო 5.50
რაიკონენი 9.00
ბატონი 21.00
როსბერგი 21.00
რიკარდო 26.00
გროსჟანი 41.00
ჰიულკენბერგი 41.00
მასა 101.00
პერესი 101.00
სუტილი 151.00
დი რესტა 151.00
ვერნი 251.00
სიროტკინი 251.00
ბოტასი 501.00
მალდონადო 501.00
გუტიერესი 501.00

გროსჟანი "ლოტუსში" დარჩება
მალაიზიური საჯინიბო "ლოტუსი" არწმუნებს რომენ გროსჟანს იმაში, რომ მასთან მომავალი სეზონისთვის კონტრაქტის გაგრძელება - გადაწყვეტილი საკითხია და მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი.

ფრანგი მართლაც კარგად გამოდის ბოლო რბოლებში. მაგალითად, იაპონიის გრანპრიზე მან დიდი ბრძოლა გაუმართა "რედ ბულის" პილოტებს გამარჯვებისთვის. მიუხედავად ამისა, "ლოტუსს" ჯერ არ გამოუყენებია კონტრაქტში არსებული პუნქტი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

საჯინიბოს ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ განაცხადა, რომ გუნდის მფლობელისთვის, საინვესტიციო კომპანია Genii Capital-ისთვის მთავარია კოლექტივის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, პილოტთა საკითხმა კი დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლა.

იაპონიის გრანპრის შემდეგ ბულიეს ჰკითხეს - გააგრძელებენ თუ არა გროსჟანთან კონტრაქტს, რაზეც მან უპასუხა: "არ ვიცი. ველოდები წერილობით დადასტურებას დირექტორთა საბჭოსგან.

სინამდვილეში, რომენს აქვს კონტრაქტი "ლოტუსთან" მომავალი წლისთვის, მაგრამ ის ჯერ დადასტურებული არ არის - არჩევანი გუნდზეა. საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელის გაჩემპიონებას ინდოეთში ველოდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული