ფორმულა 1: "რედ ბული" "მერსედესზე" გადადის

AutoSharing Option
"რედ ბული" სერიოზულად განიხილავს უკვე 2016 წლის სეზონში "მერსედესის" ძრავებზე გადასვლას, - ამტკიცებს Auto Motor und Sport.

გერმანელი ჟურნალისტების მონაცემებით, "რედ ბულის" ხელმძღვანელობას მობეზრდა "რენოს" ძრავებზე სიმძლავრის მომატების ლოდინი, ამიტომაც, ავსტრიული საჯინიბო მზად არის წავიდეს ფრანგულ მხარესთან კონტრაქტის გაწყვეტაზე. ეს ნაბიჯი იოლი განსახორციელებელი იქნება, თუ "რენო" მოქმედებაში მოიყვანს გეგმას "ლოტუსის" შეძენის თაობაზე და კონცენტრირებული იქნება საკუთარი საქარხნო გუნდის მხარდაჭერაზე.

"რედ ბულში" არ განიხილავენ "ფერარის" ძრავების გამოყენებას, რადგან "სკუდერია" მზად არის მხოლოდ შარშანდელი ძალისმიერი აგრეგატები მიაწოდოს ავსტრიელებს. ეს იმ დროს, როცა
"მერსედესი" "ხარებს" იმ ძრავებს შესთავაზებს, რომლებსაც თავად იყენებს - ასეთია გერმანული კომპანიის კონცეპცია.

რაც შეეხება "ტორო როსოს", "რენოსთან" თანამშრომლობის გაწყვეტის შემთხვევაში, "რედ ბულის" მეორე გუნდმა, შესაძლოა, "ჰონდას" ძრავები მიიღოს. ხოლო "მერსედესისა" და "ჰონდას" მხრიდან უარმა, არ არის გამორიცხული, ორივე გუნდის ჩემპიონატიდან გასვლა გამოიწვიოს.

* * *
ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენის" სარბოლო დირექტორმა ერიკ ბულიემ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის მისი გუნდი არ ფიქრობს მომავალი სეზონის შემადგენლობაზე, რადგან ორივე მოქმედ პილოტს - ფერნანდო ალონსოსა და ჯენსონ ბატონს 2016 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტები.

"ამ მომენტისთვის, პილოტების საკითხი არ არის პრიორიტეტული. ორივეს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს ჩვენთან", - განაცხადა ბულიემ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჯენსონ ბატონის კონტრაქტი 2016 წლის სეზონისთვის გარანტირებული არ არის, მაგრამ "მაკლარენის" შეფმა რონ დენისმა დაარწმუნა ყველა, რომ გარიგება ორწლიანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული