ფორმულა 1: შუმიზე ჭორაობა აიკრძალა

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, გერმანელი მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს ლეგენდარული პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუკრძალა.

როგორც ირკვევა, კემი რეგულარულად აგზავნის გერმანულ და შვეიცარიულ გაზეთებში წერილებს. ის გამოცემებს სასამართლოთი ემუქრება შუმახერის ჯანმრთელობის შესახებ პუბლიკაციების პასუხად. გარდა ამისა, მენეჯერმა მომსახურე პერსონალის ყველა წევრთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც კრძალავს კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელებას.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მიხაელ შუმახერი საწოლს აღარ არის მიჯაჭვული და პროცედურებს შორის შესვენებისას ფანჯარასთან ჯდომა შეუძლია. ასევე, გერმანელი ცნობს ახლობელ ადამიანებს, მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია სახის
კუნთების ატროფიის გამო. მრბოლელის სახლში რეაბილიტაციის ხარჯებმა 10 მილიონ ფუნტს გადააჭარბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული