სოჭი 2014: ბიორგენი ექვსგზის ჩემპიონია?

AutoSharing Option
ოთხშაბათს, სათხილამურო სპორტში გუნდური სპრინტის მოგების შემდეგ, ნორვეგიელი მარიტ ბიორგენი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, სკანდინავიელმა ოლიმპიური ოქროების რიცხვი ექვსამდე აიყვანოს.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ხელმეორედ შეამოწმა 2006 წლის ტურინის ოლიმპიადის დოპინგ-სინჯები. ამისთვის მან გამოიყენა დოპინგის გამოსავლენი გაუმჯობესებული ტესტი. გადამოწმების შემდეგ ოთხმა სინჯმა აჩვენა დადებითი შედეგი ანაბოლურ სტეროიდებზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შედეგებს სოჭის ოლიმპიადის შემდეგ გამოაცხადებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი სპორტსმენი, რომელმაც დადებითი სინჯი ჩააბარა, ესტონელი მოთხილამურე, ოლიმპიური ჩემპიონი კრისტინა შმიგუნია. არ იტყობინებიან, ვის ეკუთვნის სხვა
დოპინგ-სინჯები. ერთი ვერსიით, ყველა ჩავარდნილი სპორტსმენი ესტონელია.

ასე რომ, შმიგუნის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, მარიტ ბიორგენი ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული