ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში - თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
17 წლის დიდოსტატმა დომარაჯუ გუკეშმა (მეტსახელად: გუკეშ დი) 2024 წლის კანდიდატების ტურნირი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობისთვის დინ ლიჟენთან ითამაშებს. 

გუშეკ დი-მ ტორონტოში გამართული შეჯიბრება 9/14 ქულით დაასრულა და ჭადრაკის ისტორიაში პირველი თინეიჯერი გახდა, რომელმაც კანდიდატების ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. 

გუკეშ დი ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა ჩელენჯერია. ის მოქმედ ჩემპიონთან, 31 წლის ჩინელ დინ ლიჟენთან მიმდინარე წელს ითამაშებს. მაგნუს კარლსენის წასვლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ჩინელი გახდა, რომელმაც 1 წლის წინ იან ნეპომნიაშჩი 9.5:8.5 დაამარცხა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილად ითამაშებენ ჩემპიონი და პრეტენდენტი. რეალური ჩემპიონი სხვა არის-მაგნუს კარლსენი ქვია.
ზაზა
16:41 22-04-2024
2

სიახლეები პოპულარული