2023-2024 წლის სათხილამურო სეზონი 13 აპრილს საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა.

AutoSharing Option
2023-2024 წლის სათხილამურო სეზონი 13 აპრილს საქართველოს ჩემპიონატით დაიხურა.

შეჯიბრება გუდაურში სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აჭარის, გუდაურის, თბილისის, ბაკურიანისა და მესტიის ნაკრების იუნიორი (2010-2011; 2007-2008-2009 წლებში დაბადებული) წევრებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც სათხილამურო ფედერაცია ყოველწლიურად მართავს.

შეჯიბრებაზე მიღწეული წარმატება ახალგაზრდა მოთხილამურეებს საქართველოს ნაკრებში მოხვედრაში ეხმარება.

დღის ბოლოს ახალგაზრდა სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ამ ღონისძიებით დასრულდა 2023-2024 წლის სეზონი.

საქართველოს ჩემპიონატის გენერალური სპონსორი "სილქნეტი" იყო, რომელიც დაარსების დღიდან უჭერს მხარს ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში, არის
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი. ამ თანადგომამ ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის მომავალი განსაზღვრა. კომპანია იყო საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი (ბაკურიანი 2023), მიმდინარე სეზონზე კი, მსოფლიო თასის ეტაპების მხარდამჭერი.

R
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული