სხვა

სხვადასხვა

უკრაინას თავს შენც ესხმი - ნორვეგიელი ოლიმპიური ჩემპიონი რუს მეგობარს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
თხილამურებით სრიალში ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგიელი ვეგარდ ულვანგი, თავის დიდი ხნის მეგობარს, ტიტულოვან რუს სპორტსმენ ქალს, ელენა ვალბეს უპირისპირდება, რომელთანაც 1980-იანი წლებიდან კარგი ურთიერთობა აქვს. ნორვეგიელი ფიქრობს, რომ ახლა უკრაინას თავს მისი მეგობარიც ესხმის და ვალბეს სთხოვს, რამდენიმე კრიტიკული შეკითხვა დასვას.

ულვანგი და ვალბე საერთაშორისო სათხილამურო ორგანიზაციის 2 მთავარ საყრდენად მიიჩნევიან - ნორვეგიელი კომიტეტის თავმჯდომარეა, ელენა კი - რუსეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი. თავის მხრივ, ვალბე პასუხობს ულვანგს და ამბობს, რომ ასოციაციური ეთიკა არსებობს და ყველაფრის გარეთ გამოტანა არ შეიძლება.

ულვანგის თქმით,
რუსებს კარგი სათხილამურო კულტურა აქვთ და მათთან სპორტული პრინციპით არდაპირისპირება ცუდია, თუმცა იმით, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლები შეჯიბრებებიდან გათავისუფლდნენ, რუსეთის დასჯა ხდება:

"სპორტი ისე ვერ მოიქცევა, თითქოს არაფერი ხდება. ჩვენ საშინელ კადრებს ვხედავთ."

მომზადებულია Dagbladet-ის მიხედვით

altბუჩას სისასტიკეს უკრაინის რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი შეეწირა

alt"მაგ ბიჭებზე ხელის ჩამორთმევაც კი არ მინდა..." - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი რუსებზე საუბრობს

alt"3 პატარა ანგელოზი მამის გარეშე დარჩა..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

ასევე დაგაინტერესებთ