"მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს; სამწუხაროა, რომ..." - ილია თოფურია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს

AutoSharing Option
თბი­ლის­ში არ წყდე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, მისი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვა დღეს გაგ­რძელ­და.

ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მხარ­და­სა­ჭე­რად UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"მტკივ­ნე­უ­ლია იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ სცემს სპეც­რაზ­მი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან ყვე­ლას, თვით პო­ლი­ცი­ის კე­თილ­დღე­ო­ბი­საც კი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმა ეს­მო­დეთ და პა­ტივს სცემ­დნენ.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ქარ­თველ ხალ­ხს დღე­საც უწევს ამის­თვის ბრძო­ლა. ევ­რო­პის­კენ სწრაფ­ვით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ავა­შე­ნოთ უფრო აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის", - წერს თო­ფუ­რია.

alt"საქართველოს გზა

ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს" - კვარაცხელია და დავითაშვილი "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

alt"საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!" - მამარდაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს გამოეხმაურა

alt"არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო" - შოთა არველაძე "უცხოური აგენტების შესახებ" კანონზე

alt"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის... არა რუსეთს!" - ქვილითაია "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით

alt"მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

alt"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში" - ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურებიან [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 55 /
UFC-ის მონაწილე მაინც არ იყო. ჯერ ერთი, რასაც თქვენ აკეთებთ, იმას არც სპორტი ქვია, არც კაცობა, რამდენჯერ მინახავს, გონებადაკარგულ მოწინააღმდეგეს რომ თავში ურტყამთ და პოლიცია თუ აგრესიულად განწყობილ ბრბოს პასუხს გაცემს, ის არ შეიძლება თურმე. და მეორე, ჯერ გაერკვიე, რა ხდება. მაგ აქციის მონაწილეები არავის კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან, საკუთარი ჯიბის გარდა (ერთი-ორ ტვინარეულს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ისე დააზომბირეს, რომ გონიათ მართლა რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან)
ლუკა
13:34 18-04-2024
6
მაგარი საზოგადოება ხართ შეკრებილი ამ საიტზე ჯანსაღ აზრს ანლაიქით რო ავსევთ მაგრამ თქვენაირი გაუნათლებელი ბრბოსგან სხვას არც ველი!!!! პს ყველას არ ეხება მაგრამ სრული უმრავლესობა ასეთია აქ :) ერთმანეთის აზრის პატივისცემა ისწავლეთ კლავიატურის მგლებო
ოდაბაში
13:27 18-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული