"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ილია თოფურიას მოქალაქეობა შევუნარჩუნოთ" - პრემიერი MMA-ს ჩემპიონს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე MMA-ს ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა, რომელიც გუშინ სამშობლოში დაბრუნდა.

Facebook-ზე, პრემიერის ოფიციალურ გვერდზე, გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და ძალიან საამაყოა. დავინტერესდი ილია თოფურიას სამომავლო გეგმებით და წარმატებები ვუსურვე.

ჩემპიონთან საუბრისას ხაზი გავუსვი იმ ფაქტსაც, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მივმართავ, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად",
- წერია განცხადებაში.

UFC-ის ჩემპიონი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ