სხვა

ჩოგბურთი

"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
უიმბლდონის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ენდი მარეის დაძაბულ შეხვედრას, რომელიც შოტლანდიელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 6:4 6:3 5:7 6:3 დასრულდა, საერთაშორისო მედია აქტურად ეხმაურება და მარეის მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარსაც აქვეყნებს.

Eurosport-ი წერს:

"34 წლის სპორტსმენი დიდი სლემის ტურნირზე ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა და თითქოს მარტივ გამარჯვებასაც აღწევდა, მაგრამ მესამე სეტში ცენტრალურ კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასწაული შეძლო და 0:5-ის შემდეგ გაიმარჯვა. მარეის ძალების მოკრებაში საკუთარი გულშემატკივრების ფაქტორი დაეხმარა."


Sportall.Ge


BBC ენდის ჭკვიანური და თავდაჯერებული თამაშით აღფრთოვანებულია და რეიტინგში 118-ე ადგილზე მყოფი სპორტსმენის
კომენტარსაც გვთავაზობს:

"მესამე სეტში დამარცხებით ნამდვილად იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის და მივაღწიე კიდეც."

Guardian-ი აღნიშნავს, რომ შოტლანდიელს კარიერის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი აბრაზებს. შოტლანდიელმა სპორტსმენმა მატჩის შემდეგ თქვა:

"ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ისევ აქამდე მოვსულიყავი, მაგრამ რატომღაც ყველა მაინც იმას მეკითხება, იქნება თუ არა ეს უიმბლდონი ჩემთვის უკანასკნელი. მე ხომ თამაში მსურს, კორტზე ყოფნისას სიამოვნებას ვიღებ, დღეს რეიტინგის 28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე. ასე რომ, არსად მივდივარ!"

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა მესამე სეტში 0:5-იდან 7 გეიმის მოგება მოახერხა და შეხვედრა მეოთხე სეტში გადაიყვანა, თუმცა ვეტერან შოტლანდიელს მაინც ვერ აჯობა.

altბასილაშვილი ლეგენდასთან დამარცხდა, თუმცა კარიერაში მორიგი ფურცელი დაწერა [VIDEO]




ასევე დაგაინტერესებთ