სხვა

ჩოგბურთი

0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის ევრო-აფრიკული მეორე ჯგუფიდან გავარდა.

ქართველი ჩოგბურთელები 7-8 აპრილს ლუქსემბურგში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 0:5 განადგურდნენ.

პირველ სათამაშო დღეს თავისი შეხვედრები გიორგი ცივაძემ და ზურაბ ტყემალაძემ წააგეს.

8 აპრილს კი წყვილებში სანდრო მეტრეველი და გიორგი ცივაძე დამარცხდნენ, რითაც დანარჩენი ორი მატჩი ფორმალობად იქცა.

დავით კვერნაძემ თამაშის საშუალება ვაჟა შუბლაძესაც მისცა, რომელიც ალექსანდრ კნაფთან 1:6, 2:6 განადგურდა.

კრისტოფ ტოლმა კი ბოლო შეხვედრაში ზურა ტყემალაძეს აჯობა - 6:4, 6:4.

ამრიგად, ჩვენი ვაჟი ჩოგბურთელები ყველაზე დაბალ, მე-3 ჯგუფში
ითამაშებენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს გუნდის ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ ეხმარებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ