ზე რაგბი: ოვინ წაართმევს ტიტულს "ჩიფსს"?

AutoSharing Option
27 ივლისს ზე რაგბის გათამაშებაში ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. სამხრეთ აფრიკაში, პრეტორიის "ბლუ ბულზი" წლეულს შესანიშნავად მოასპარეზე ავსტრალიურ კანბერას "ბრამბიზს" უმასპინძლებს. ჰემილთონში კი, ახალზელანდიური დერბი გაიმართება.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული "ჩიფსი" ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" დაუპირისპირდება.

სამხრეთ აფრიკის კონფერენციის გამარჯვებული "ბლუ ბულზი" ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. პრეტორიული გუნდი, "კრუსეიდერზის" დარად, წლეულს შინ დაუმარცხებელია. ამასთან ერთად, "ბლუ ბულზს" კანბერას "ბრამბიზთან" 2006 წლის მერე არ წაუგია. ეს სტატისტიკა ნათლად უჩვენებს "ლურჯი ხარების" უპირატესობას, მაგრამ...

"ბრამბიზი" წლეულს შეუდარებელია. კანბერელებმა ავსტრალიის კონფერენცია დამაჯერებლად მოიგეს. ეს მთლიანად გუნდის ახალი
მწვრთნელის, ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი სპეციალისტის კრის ვაითის დამსახურებაა. მან ძალიან კარგად იცის მომავალი მეტოქის, "ბლუ ბულზის"ავან-ჩავანი და, როგორც სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა ამტკიცებს, ბრამბიზელები მის ხელში "ლურჯი ხარების" სტილში ათამაშდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვაითი 1999 წელს პრეტორიელების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

"ბრამბიზის" თამაში მთლიანად აგებულია გუნდის ოთხ წამყვან მოთამაშეზე. ესენი არიან: მგეზავი მეთ ტოომუა, შუამარბი კრისტიან ლეალიიფანო, მესამეხაზელი ჯორჯ სმითი და პირველხაზელი ბენ ალექსანდერი. მათ გარჯაზე დიდადაა დამოკიდებული გუნდის წარმატებული თამაში.

საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებს "ბლუ ბულზიც". გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანს ლუდეკმა "ლურჯი ხარების" ქომაგების სასიხარულოდ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ტრავმამოშუშებული მოთამაშეები, ცხრა ნომერი ფრანსუა ჰუგარი და შუამარბი იან სერფონტეინი, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრებიც არიან. სრულ მზადყოფნაშია მასპინძელთა მგეზავი და მთავარი მექულე მორნი სტეინი, რომელიც ფეხით თამაშის უბადლო ოსტატია.

ბლუ ბულზი-ბრამბიზი
ბლუ ბულზი: 15. ზან კირხნერი, 14. აკონა ნდუნგანე, 13. ჯეი ჯეი ენგელბერხტი, 12. იან სერფონტეინი, 11. ბიორნ ბესონი, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. დინ გრეილინგი, 2. ჩილიბოი რელეპელე, 3. ვერნერ კრუხერი, 4. ფლიპ ფან დერ მერვე, 5. გრანტ ჰეტინგი, 6. დეონ სტიგმანი, 7. იაკუს პოთხითერი, 8. დიუვალ პოთხითერი.
16. კალი ვისაჯი, 17. ფრიკ კირსტენი, 18. მორნი მელეტი, 19. პაულ ვილიმასი, 20. იონო როსი, 21. იან ვერმაკი, 22. იურგენ ვიზერი.

ბრამბიზი: 15. ჯესე მოგი, 14. ჰენრი სპეიგთი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. კრისტიან ლეალიიფანო, 11. კლაიდ რათბონე, 10. მეთ ტოომუა, 9. ნიკ ვაითი. 1. სკოტ სიო, 2. სტეფან მური, 3. ბენ ნალექსანდერი, 4. სკოტ ფერდაი, 5. სემ კარტერი, 6. პიტერ კიმლინი, 7. ჯორჯ სმითი, 8. ბენ მუვენი.
16. სილვია სილვია, 17. რუან სმითი, 18. ფოტუ აუელუა, 19. კოლბი ფაინგაა, 20. იან პრიორი, 21. ენდრიუ სმითი, 22. ჯო ტომანე.

მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

* * *
ახალზელანდიურ დერბიში ყველა უმძაფრეს ბრძოლას ელოდება. ტურნირის ამჟამინდელი ჩემპიონი "ჩიფსი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "კრუსეიდერზს" მასპინძლობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე გუნდში მრავლად არიან "ოლ ბლექსის" მოთამაშეები, გამარჯვებულის ვინაობის წინასწარ გამოცნობა ძალიან ძნელია.

თუმცა, თუ ბუქმეკერებს ვენდობით, ბოლო მატჩებში "ჯვაროსნებს" იმდენად სერიოზული პროგრესი აქვთ, რომ ფავორიტებად სწორედ ისინი მიიჩნევიან. ცხადია, ამის გამო "ჩიფსი" "ყურების ჩამოყრას" არ აპირებს. ამ გუნდმა წლევანდელი სეზონი სტაბილურად ჩაატარა და ახალი ზელანდიის კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჰემილთონელთა მთავარმა მწვრთნელმა როს რენიმ საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ბოლო მატჩისგან განსხვავებით შვიდი ცვლილება განახორციელა.

"ჩიფსმა" ზე რაგბის წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალამდე გააღწია. ეს კი, ძალიან ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია. ისინი მოუთმენლად ელიან გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმას თავისი ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების თვალწინ. მათ ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდებათ მხარდაჭერა", - თქვა მან.

"ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ტოდ ბლეკედერმა ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა. ისევ თადარიგშია გუნდის ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაქოა. შესაბამისად, უწინდებურად მრისხანედ გამოიყურება ქრაისთჩერჩელთა მესამე ხაზი: ჯორჯ ვაითლოქი, მეთ ტოდდი და კირან იდი. ამას დაუმატეთ მგეზავი და მთავარი დამრტყმელი დენ კარტერი და მივიღებთ გუნდს, რომელსაც ნებისმიერი რანგის ტურნირის მოგება შეუძლია.

ჩიფსი-კრუსეიდერზი
ჩიფსი: 15. გარეთ ანსკომბი, 14. ლეილა მასაგა, 13. ჩარლი ნგატაი, 12. ანდრეი ჰორელი, 11. ასაელი ტიკოიროტუმა, 10. აარონ კრადენი, 9. ტავერა კერი-ბარლოუ. 1. ტობი სმითი, 2. ჰიკა ელიოტი, 3. ბენ ტამეუფუნა, 4. კრეგ კლარკი, 5. ბროდი რეტალეკი, 6. ლიამ სემასმი, 7. ტანერაუ ლატიმერი, 8. მეთ ვანტ ლევენი.
16. რის მარშალი, 17. ბენ აფეკაი, 18. მაიკლ ფიცჯერალდი, 19. სემ კენი, 20. ავგუსტინ პულუ, 21. ბუნდე აკი, 22. რობი რობინსონი.

კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ტომ მარშალი, 13. რაიან კროტი, 12. ტომ ტეილორი, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კატერი, 9. ენდი ელისი. 1. ვაით კროკეტი, 2. კორი ფლინი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდდი, 8. კირან იდი.
16. ბენ ფუნელი, 17. ჯო მუდი, 18. ლუკ ვაითლოქი. 19. რიჩი მაქოა, 20. ვილი ჰეინცი, 21. ტაილერ ბლეინდაალი, 22. ადამ ვაოთლოქი.

მსაჯი: სტივ ველში (ავსტრალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული