"ბარბაროსებს" "გლოსტერის" წინააღმდეგ მატჩში ვიქტორ მეტფილდი უკაპიტნებს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდარული მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი "ბარბაროსებს" "გლოსტერის" წინააღმდეგ მატჩში უკაპიტნებს. შეხვედრა "კინგსჰოლმზე" დღეს, 17 ნოემბერს გაიმართება.

მომავალ უქმეებზე კი "ბარბაროსების" დაპირისპირებას არგენტინის ეროვნულ გუნდთან "თვიქნემი" უმასპინძლებს. სანაკრებო სეზონი მსოფლიოში სწორედ ამ მატჩით დაიხურება.

მეტფილდმა, რომელმაც 2007 წელს "ბოკესთან" ერთად მსოფლიოს თასი მოიპოვა, ეროვნულ გუნდში 125 კეპი მოიხვეჭა. ის ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე სამხრეთაფრიკელთა რიგებში ირჯებოდა და გუნდს მესამე ადგილის დაკავებაში მიეშველა.

საინტერესოა, რომ "ბარბაროსების" თავკაცი წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული მაიკლ ჩეიკაა, რომელმაც "ოლ ბლექსის" გარემარბი, წლის
აღმოჩენა ნეჰე მილნერ სკადერი ფულბეკად გაამწესა. სულ კი გუნდის შემადგენლობაში წლევანდელი მსოფლიოს თასის გათამაშების ექვსი გამარჯვებულია.

ბარბაროსები:
15. ნეჰე მილნერ სკადერი, 14. ჯო ტომანე, 13. ფრანუსა ვენტერი, 12. რაიან კროტი, 11. ნემანი ნადოლო, 10. პეტ ლამბიე, 9. კობუს რეინა. 1. ჯიმი მაკინტოში, 2. ჯეიმზ ჰენსონი, 3. ტობი სმითი, 4. ვიქტორ მეტფილდი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. სტივენ ჰოლსი, 7. არდი სავეა, 8. ჯერარდ ბატლერი.
16. სტივენ მური, 17. ტომას დუ ტუა, 18. შარლი ფაუმუნია, 19. ბაკის ბოთა, 20. სკოტ ფერდი, 21. ტავერა კერ ბარლოუ, 22. ლიმა სოპოგა, 23. ტევიტა კურიდრანი, 24. ვაისაკე ნაჰოლო

არგენტინა:
მატიას ალემანო, ემილიანო ბოფელი, სანტიაგო იგლესიას ვალდესი, სანტიაგო კორდერო, ხერონიმო დე ლა ფუენტე, ფელიპე ესკურა, სანტიაგო გარსია ბოტა, სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, გაბრიელ ასკარატე, რამირო ერერა, ფაკუნდო ისა, მარტინ ლანდახო, ტომას ლასანა, პაბლო მატერა, ხულიან მონტოია, მატიას მორონი, რამირო მოიანო, ლუკას ნოგუერა, ხუან პაბლო ორლანდი, ხავიერ ორტეგა დესიო, გვიდომ პეტი, ნიკლოას სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ნოელ ჩაპარო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული