რაგბის მსოფლიოს თასზე მესამეადგილოსანი გამოვლინდა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს, ლონდონში, "ოლიმპიურ" სტადიონზე რაგბის მსოფლიოს თასის მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 24:13 დაამარცხა.

მატჩი "ბოკეს" უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი აფრიკელებმა 16:0 მოიგეს, "პუმებმა" კი ქულები მხოლოდ მეორე ნახევარში დააგროვეს.

სამხრეთაფრიკელთაგან ლელო ჯეი პი პიტერსენმა (მე-5 წუთი)  და ებენ ესტებესმა (43) დადეს. სამხრეთამერიკელთა ერთადერთი ლელო კი ხუან პაბლო ორლანდიმ ბოლო წუთზე მიითვალა.

დღეს, 31 ოქტომბერს მსოფლიოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული