პოლიტიკოსთა უჩვეულო პრეტენზია: სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები ძალიან თეთრია

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი პოლიტიკოსები ითხოვენ - არ დაუშვან მოახლოეულ მსოფლიოს თასზე ქვეყნის ეროვნული გუნდი.

ამგვარი მოთხოვნის მიზეზი ის არის, რომ ნაკრები ძალიან "თეთრია", რადგან იქ არასაკმარისად არიან წარმოდგენილი შავკანიანი მოთამაშეები.

სკანდალი სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირსა და შავკანიანი უმრავლესობის ინტერესების დამცველ პარტიას შორის დაპირისპირების შემდეგ აგორდა.

პარტიის ლიდერმა ედვარდ მაჰლომოლა მოჰოანატსემ განაცხადა, რომ რაგბის ნაკრები არ შეესაბამება დამტკიცებულ სახელმწიფო სტანდარტს - ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში 30 პროცენტით უნდა იყოს წარმოდგენილი შავკანიანები. პოლიტიკოსების აზრით, მორაგბეები აპარტეიდის სამარცხვინო მემკვიდრეობას წარმოადგენენ.

მოჰოანატსემ უკვე მიმართა ღია
წერილით რაგბის საერთაშორისო ფედერაციას - მიიღოს შესაბამისი ზომები და მსოფლიოს თასზე მონაწილეობის ნება არ დართოს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს.


მკითხველის კომენტარები / 2 /
რაშუაშია 30 პროცენტი? ვერარიან ესენი. აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებს რო გადახედო თეთრი 2-3 კაცია სულ. სიზლიერით უნდა აარჩიონ და არა კვოტებით
chiko
14:30 02-09-2015
0
ეს არ არის რასიზმის გამოვლენა, თეთრკანიანების მიმართ?
Unknown
13:22 02-09-2015
0

სიახლეები პოპულარული