ზე 15 წლეულს წამგებიანი იქნება

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე ზე 15-ის გათამაშება დაიწყება, ოღონდ ამჯერად სტარტს მხოლოდ სამხრეთ აფრიკის კონფერენციის გუნდები აიღებენ. ერთი კვირის თავზე კი ბრძოლაში ავსტრალიისა
და ახალი ზელანდიის კონფერენციების წარმომადგენლებიც ჩაებმებიან.

წლეულს, ისევე, როგორც შარშან, შეჯიბრებაში 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში ბოლო ადგილზე გასული "საუთერნ კინგზი" ისევ იოჰანესბურგის "ლაიონზმა" შეცვალა.

სხვა რაიმე ცვლილება ზე 15-ში წლეულს არ არის, თუმცა მომავალი წლიდან აქ ძირეულ გარდაქმნებს უნდა ველოდოთ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ტურნირი უინტერესო გახდა და მაყურებელს კარგავს. შეჯიბრების ორგანიზატორები ფიქრობენ, მონაწილეთა რაოდენობა და
გათამაშების ფორმატი შეცვალონ. ერთ-ერთი ვერსიით, ზე 15-ის გუნდებს შესაძლებელია არგენტინისა და აზიის კლუბები დაემატონ.

ძნელი სათქმელია, რამდენად საინტერესოს გახდის ეს ამ შეჯიბრებას. წლევანდელი ტურნირი კი, ყველა პროგნოზით, ფინანსურად წამგებიანი იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტურნირში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ვფიქრობთ, 2014 წელს ფინანსური პრობლემები გვექნება. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა, სწორი ფინანსური მოდელი შევიმუშაოთ. უწინარესად, გადასახედია სატელევიზიო კონტრაქტის პირობები, რომელიც მომავალი წლიდან 2020 წლამდე იმუშავებს"
- თქვა ავსტრალიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ პალვერმა.

ზე 15
ავსტრალიის კონფერენცია: ბრისბენის რედსი, კანბერას ბრამბიზი, პერთის ფორსი, მელბურნ რებლზი, სიდნეის ვორათაზი

სამხრეთ აფრიკის კონფერენცია: პერტორიის ბლუ ბულზი, იოჰანესბურგის ლაიონზი, კეიპთაუნის სტორმერზი, ბლუმფონტეინის ჩიტაზი, დურბანის ნატალ შარქსი.

ახალი ზელანდიის კონფერენცია: ჰემილთონის ჩიფსი, ოქლენდის ბლუზი, ქრაისთჩერჩის კრუსეიდერზი, დანიდინის ჰაილენდერზი, ველინგტონის ჰარიკენზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული