დოპინგ-სკანდალი რაგბიში

AutoSharing Option
ფრანგულ რაგბიში კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი აგორდა. ცხადია, ამბის ეპიცენტრში ისევ სარაგბო კლუბი "ტულონია". ამ გუნდის ინგლისელ მესამეხაზელს სტეფონ არმითიჯს სისხლში აკრძალული პრეპარატი კოდეინი აღმოუჩინეს.

არმითიჯს სინჯი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ აუღეს. მაშინ ტულონელებმა ქვეყნის ჩემპიონ "ტულუზთან" წააგეს. პირველივე ტესტმა მორაგბეს სისხლში აკრძალული ნივთიერების არსებობა დაადასტურა.

შეცდომის თავიდან აცილების მიზნით ტესტირება კიდევ ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ პასუხი იდენტური იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მორაგბეც და კლუბიც დაჟინებით უარყოფენ დოპინგის გამოყენებას, საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა არმითიჯის საკითხის განსახილველად სხდომა
21 აგვისტოსთვის დანიშნა. მანამდე კი, თავის დაზღვევის მიზნით სტეფონი დროებით რაგბის ჩამოაშორეს.

როგორც თავად არმითიჯი და კლუბის ოფიციალური პრესრელიზი იუწყება, თამაშის წინ მორაგბე ზურგის მწვავე ტკივილს უჩიოდა და გაყუჩების მიზნით პარაცეტამოლი კოდეინი მიაღებინეს. მორფინიც სისხლში სწორედ ამ გზით მოხვდა.

ბელადები ჯვაროსნების წინააღმდეგ
ზე რაგბის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში დღეს ჰემილთონის "ბლუზი" ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლებს.

ჰემილთონელები წლეულს სტაბილურად, კარგად ასპარეზობენ და რეგულარულ გათამაშებაში პირველობა მხოლოდ ბოლო ტურებში ზედიზედ ორი წაგების შედეგად დაკარგეს. მართალია, "ბელადები" მეორე ადგილს დასჯერდნენ, მაგრამ ნახევარფინალში პირდაპირ გააღწიეს და დამატებით ძალისა და ენერგიის დახარჯვა აღარ დასჭირდათ.

იგივეს თქმა გაგვიჭირდება "კრუსეიდერზთან" მიმართებაში. "ჯვაროსნებმა" ტურნირი ცუდად დაიწყეს, რადგან წამყვანი მორაგბეები დენ კარტერი და რიჩი მაქოა დაშავებულნი იყვნენ. მალე ორივე მწყობრში ჩადგა და გუნდმა თამაშს უმატა. შედეგმაც არ დააყოვნა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალურ სტადიაზე "კრუსეიდერზი" თანამემამულეებს სულ შვიდჯერ შეხვდნენ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, 2003 წელს. "ჩიფსთან" დაპირისპირებაში ქრაისთჩერჩელები, სავარაუდოდ, ზედმიწევნით ყურადღებით გაირჯებიან, რათა მეტოქეზე ნაკლები შეცდომები დაუშვან. მერე კი ყველაფერი კარტერის ფეხჩუბინობაზე იქნება დამოკიდებული.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კეიპთაუნის "სტორმერზი" ხვალ შინ დაუპირისპირდება დურბანის "ნატალ შარქსს".

ჩიფსი-კრუსეიდერზი
ჩიფსი: 15. რობი რობინსონი, 14. ტიმ ნანაი-ვილიამსი, 13. ენდრიუ ჰორვილი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. აზაელი ტიკიოროტუმა, 10. აარონ კრადენი, 9. ტავერა კერ-ბარლოუ. 1. სონა ტამულალო, 2. მაონორი შვაიგერი, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. კრეიგ კლარკი, 5. ბროდი რეტალეკი, 6. ლიამ მესამი, 7. ტენერაუ ლატიმერი, 8. კენი თომსონი.
16. ჰიკა ელიოტი, 17. ბენ აფეაკი, 18. მაიკლ ფიცჯერალდი, 19. სემ კენი, 20. ბრენდონ ლეონარდი, 21. ჯექსონ ვილსონი, 22. ლელია მასაგა.
კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ადამ ვაითლოქი, 13. რობი ფრუეანი, 12. რაიან კროტი, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ვაით კროკეტი, 2. კორი ფლინი, 3. ბენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდი, 8. რიჩი მაქოა.
16. ქვენტინ მაკდონალდი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ტომ დონელი, 19. ლუკ ვაითლოქი, 20. ვილი ჰეინცი, 21. ტომ ტეილორი, 22. შონ მეთლენდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული