"ლე ბლოში" არაფერი შეცვლილა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

"ლე ბლოს" მთავრამა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ იმ 22 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც "ნარშავებს" დაუპირისპირდებიან.

ფრანგებს ამავე შემადგენლობით 11 თებრვალს პარიზში, "სტად დე ფრანსზე" ირლანდიასთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩის არბიტრმა მოედანი საასპარეზოდ უვარგისად მიიჩნია და მატჩი გადაიდო. სენტ-ანდრემ შემადგენლობა არ შეცვალა.

კვლავ ტრავმირებულია და გუნდს ვერაფრით დაეხმარება ქართული წარმოშობის ცრხა ნომერი დიმიტრი იაშვილი. ძირითად შემადგენლობაში მის ადგილს მორგან პარა დაიკავებს, სათადარიგო კი ჟულიენ დიუპიუი იქნება.

სათადარიგოთა სკამზე
მოხვდა "ლე ბლოს" ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე, შერკინების კვაჭი ვილიამ სერვა. სენტ-ანდრეს მიაჩნია, რომ მისი დუბლიორი დიმიტრი სჟარჟევსკი უკეთეს ფორმაშია.

"შემადგენლობაში ცვლილება იმიტომ არ გავაკეთე, რომ საბედნირეოდ, საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრებში არავინ დაშავებულა და ცუდათაც არავის უთამაშია.

სათადარიგოთა სკამის ეფექტურ გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ გუნდთან მატჩში, რომლებსაც ფაზების გადაბმა სულ ოთხი წუთის განმავლობაში შეუძლია. "სკოტები" სახიფათო გუნდია და მათთან პაექრობისას დიდი სიფრთხილე გვმართებს" - თქვა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ.

საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. მორგან პარა. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. დიმიტრი სჟარჯევსკი, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ლუი პიკამოლი, 8. იმანოლ არინორდოკი.

16. ვილიამ სერვა, 17. ვინსან დებატი, 18. ლიონელ ნალე, 19. ჟულიენ ბონერი, 20. ჟულიენ დიუპიუი, 21. ლიონელ ბოქსი, 22. მაქსიმ მერმოსი.

ექვსი ერ
III ტური
ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი, შოტლანდია-საფრანგეთი.

სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 4 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. საფრანგეთი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული