საფრანგეთი-ირლანდია 4 მარტს გაიმართება

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მეორე წრის შეხვედრა პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის, გასულ უქმეებზე უამინდობის გამო გადაიდო.

ფრანგები ამ მატჩის სეზონის ბოლოს გამართვას ითხოვდნენ, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. "ლე ბლო" მეტოქეს ისევ პარიზში 4 მარტს დაუპირისპირდება.

შედეგად კი ისე გამოდის, რომ ეს ორი გუნდი ოთხ შეხვედრას გადაბმულად ითამაშებს და მორაგბეებს თითქმის ერთი თვე ეროვნულ გუნდში საწვრთნელ შეკრებაზე მოუწევთ ყოფნა.

"ძალიან განვიცდით, რომ გასულ შაბათს ექვსი ერის ეს შეხვედრა გადაიდო. ცხადია, შემაძრწუნებელი ფაქტია, ძალიან ცუდია, რადგან უწინარესად
ორივე გუნდის ქომაგები დაზარალდნენ. ამიერიდან ვეცდებით მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს და მატჩის არგამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მარტო მსაჯის პრეროგატივა აღარ იქნება. საამისოდ დებულებში შესაბამის ცვლილებებს შევიტანთ" - განაცხადა ექვსი ერის გათამაშების აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ფენანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული