სიმბოლური ნაკრებში ყველაზე მეტი ფრანგი და უელსელია

AutoSharing Option
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება საინტერესოდ დაიწყო. მართალია, ფავორიტებმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს, მაგრამ საამისოდ საკმაოდ დიდი ჯაფა დაადგათ. ნიშანდობლივია, რომ პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში ინგლისის ეროვნული გუნდიდან მხოლოდ ერთი, ახალგამომხცავარი კაპიტანი, შერკინების მესამეხაზელი კრის რობშო მოხვდა.

ერთი მორაგბე მიავლინა საუკეთესოთა შორის იტალიამაც. "სკუადრა აძურაში" გამორჩეული იყო სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელი კორნელიუს ფან ზილი. მარცხის მიუხედავად სიმბოლურ ნაკრებში ორი შოტლანდიელიც მოხვდა, მგეზავი გრეგ ლაიდლოუ და მეორეხაზელი ჯიმი ჰამილტონი.

ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი მორაგბე ჰყავს უელსსა და საფრანგეთს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის მოხვდა საფრანგეთის ნაკრების
დებიუტანტი, შუამარბი ვესლი ფოფანა და შეინ ვილიამსის შემცვლელი, უელსელი გარემარბი ჯორჯ ნორსი.

სიმბოლური ნაკრები: 15. რობ კირნი (ირლანდია), 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი (ორივე-უელსი), 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო (ორივე-საფრანგეთი), 10. გრეგ ლაიდლოუ (შოტლანდია), 9. მაიკ ფილიპსი (უელსი). 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი (ორივე-ირლანდია), 3. ნიკოლა მასი (საფრანგეთი), 4. კორნელიუს ფან ზილი (იტალია), 5. ჯიმი ჰამილტონი (შოტლანდია), 6. რაიან ჯოუნზი (უელსი), 7. კრის რობშო (ინგლისი), 8. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული