ქუბრიაშვილი "ბარბაროსებში" მეორედ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი, როგორც უკვე ვწერდით, პირველი ქართველი მორაგბეა, ვინც "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშა. "დუდუმ" გასულ უქმეებზე "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან 50 წუთი დაჰყო მოედანზე. ის შეხვედრა "ბარბაროსებმა" 38:32 მოიგეს.

ხვალ კი ქუბრიაშვილს და კომპანიას კარდიფში, "მილენიუმზე" მოუწევთ უელსის ნაკრებთან დაპირისპირება.

"ბარბაროსების" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ცხრა და ათი ნომრის პოზიცია შესაბამისედ ბრუკ ჯეიმზი და სებასტიან ტილუს-ბორდე დაიკავებენ. სათადარიგოთა შორის იქნება დავით ქუბრიაშვილი, რომელსაც ახალზელანდიელი კარლ ჰეიმანი შეცვლის. ძირითადში არ ითამაშებს ასევე იტალიელი პირველხაზელი ლეონარდო ჯილარდინი, მისი
ადგილი ამჯერად ლესტინ თომასმა დაიკავა.

ბარბაროსები: 15. ისა ნაკევა, 14. პოლ სასკი, 13. სერუ რაბენი, 12. მატიო ბასტარო, 11. დაგ ჰაულიტი, 10. ბრუკ ჯემზი, 9. სებასტიან ტილუს-ბორდე, 8. სერჯიო პარისე. 1. ლესტინ თომასი, 2. სებასტიან ბრუნო, 3. კარლ ჰეიმანი, 4. იოსეფა ტიკორი, 5. პაულ ტიტო, 6. ჯო ფან ნიკერკი, 7. მარტინ ვილიამსი, 8. სერჯო პარისე. 16. ლეონარდი ჯილარდინი, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. ერიკ ლანდი, 19. ჯორჯ სმითი, 20. ლოიდ ვილიამსი, ვილი მესონი, 22. ბენუა ბაბი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული