"ნარშავებმა" ოთხი შეცვალეს

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრები, რომელიც ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, კვირას "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. "პომები" სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობენ და კარგი შანსი აქვთ "დიდი სლემი" შეასრულონ.

"სკოტების" მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. მათ სამი თამაშიდან სამივე წააგეს და ექვსი ერის გათამაშებაში ჯერჯერობით ბოლოსწინა ადგილზე არიან. "ნარშავების" ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა გუნდში ოთხი ცვლილება განახორციელა. ძირითად შემადგენლობას უკანა ხაზში დაუბრუნდნენ საიმონ დენიელი, ჯო ანსბრო და რორი ლაუსონი. მესამე ხაზში კი, საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ფლანკერად ნათან ჰინესი ითამაშებს.

ედინბურგული
დუეტი მაიკ ბლერი და ნიკ დე ლუკა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებენ, მათ შეუერთდება მესამეხაზელი ალასდაირ სტროკოში. მან ტრავმის გამო ნოემბრის ტესტებიც გამოტოვა და ექვსი ერის განვლილ სამ მატჩშიც არ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხედრა საიუბილეოა. 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც შოტლანდიის ნაკრები პირველად ეთამაშა ინგლისის ეროვნულ გუნდს "თვიქნემზე". ამ დროის განმავლობაში "სკოტები" "პომებს" ორმოცდაოთხჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ოთხჯერ მოუგეს. ბოლოს "ნარშავებმა" "თვიქნემზე" 28 წლის წინ მოიგეს.

"სტატისტიკა ჩვენს საწინააღმდეგოდ მეტყველებს, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ უქმეებზე გამარჯვება მოვიპოვოთ. ეს შესაძლებელი იქნება თუ მუყაითად ვიშრომებთ, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ, იმედი მაქვს, ახალი მოთამაშეები საიმონ დენიელი, რორი ლაუსონი, ჯო ანსბრო და ნათან ჰინესი, ჩვენი გუნდის თამაშს მინიშვნელოვნად გააძლიერებენ", - თქვა ენდი რობინსონმა.

შოტლანდიის ნაკრები:15. კრის პატერსონი, 14. საიმონ დენიელი, 13. ჯო ანსბრო, 12. შონ ლამონტი, 11. მაქს ევანსი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალენ იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. მურეი ლოუ, 4. რიჩი გრეი, 5. ალისტერ კელოკი, 6. ნათან ჰინესი, 7. ჯონ ბარკლი, 8. კელი ბრაუნი.
16. სკოტ ლაუსონი, 17. ჯოფ კროსი, 18. რიჩი ვერნონი, 19. ალასდაირ სტროკოში, 20. მაიკ ბლერი, 21. დენ პარქსი, 22. ნიკ დე ლუკა.


ეთლენდს ჰუკის იმედი აქვს
უელსის ნაკრები შაბათს კარდიფში ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ორივე გუნდმა განვლილი სამი მატჩიდან ორი მოიგო და 4 ქულით საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. უელსელთა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა ძირითად შემადგენლობაში ლეიგ ჰელპფენი და ჯონათან დევისი დააყენა.

უელსელებს "სამყურებთან" მატჩში ჯეიმზ ჰუკი დაგეზავს, სტივენ ჯოუნზი კი სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს. შერკინება კი ისთივე იქნება, როგორიც წინა ტურში იტალიის ნაკრებთან მატჩში იყო.

"მესამე ტურში, რომში იტალიის ნაკრებთან ძალიან გაგვიჭირდა. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ უქმეების დადგომამდე ხარვეზები გამოვასწოროთ.

ირლანდიის ნაკრები ძლიერი გუნდია, საკმაოდ მძლავრი შერკინება ჰყავს და სპოტსმენები ღია თამაშშიც შესანიშნავად ბურთაობენ. ცდილობენ, რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დაუშვან და, როცა ეს გამოსდით, შეუჩერებელნი არიან.

ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენ თვითონ ვითამაშოთ უშეცდომოდ. შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე საპასუხსაგებო პოზიცია ახალგაზრდა ჯეიმზ ჰუკს მივანდეთ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ის შეგვიძლია გამოციდლი სტივენ ჯოუნზით შევცვალოთ.
მათ გარდა სხვა ბევრი ძლიერი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მატჩის მსვლელობის შეცვლა შეუძლიათ" - თქვა უელსელთა თავკაცმა უორენ გეთლენდმა.

უელსის ნაკრები: 15. ლი ბირნი, 14. ლეიგ ჰელპფენი, 13. ჯიმი რობერტსი, 12. ჯონათან დევისი, 11. შეინ ვილიამსი, 10. ჯეიმზ ჰუკი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. პაულ ჯეიმზი, 2. მეთიუ რისი, 3. კრეიგ მიტჩელი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. რაიან ჯოუნზი.
16. რიჩარდ ჰიბარრდი, 17. ჯონ იაპი, 18. დუეინ პილი, 19. სტივენ ჯოუნზი, 20. ენდი პოუელი, 21. ჯონათან ტომასი, 22. მორგან სტოდარტი.


ლივერმონი იაშვილს ენდობა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა ინგლისთან მარცხის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. რომში, იტალიის ნაკრებთან "ლე ბლე" სახეცვლილი შერკინებით ითამაშებს. პირველხაზელ ტომას დომინგოს შეცვლის სილვენ მარკონე. მესამე ხაზში კი ფლანკერად გამწესებულ იმანოლ არინორდოკის ადგილს ჟულიენ ბონერი დაიკავებს. ლივერმონმა ბასკი მორაგბე სათადარიგოთა შორის გაამწესა.

"პომებთან" მატჩის შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა რვა ნომერი სებასტიან შაბალი, რომელიც ნომინალური მეორეხაზელია. ყველა ელოდა, რომ ლივერმონი შაბალს ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებდა. ფრანგთა ეროვნული გუნდის თავკაცმა კი შაბალი დაიცვა.

"მინდა, შაბალმა რაც შეიძლება ბევრი ითამაშის ამ პოზიციაზე. ინგლისთან მატჩის ვიდეოფირი რამდენჯერმე ვნახე და მის თამაშში რაიმე კატასტროფული შეცდომები ვერ დავინახე", - თქვა მან.

ერთი ცვლილება შეეხო უკანა ხაზს. ფულბეკად კლემან პუატრენოს ნაცვლად მაქსიმ მედარი ითამაშებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ცხრა ნომერი ისევ ქართული წარმოშობის დიმიტრი იაშვილი იქნება.

"დიმიტრი ნეომბრის ტესტებისას და ექვსი ერის საწყის ორ ტურში სათადარიგო იყო. ინგლისთან მატჩში კი მას ძირითად შემადგენლობაში ვანდეთ ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეცდომა დაუშვა ჩვენ მას ისევ ვენდობით. მიმაჩნია, რომ "იაში" და მორგან პარა თანაბარი ძალის მოთამაშეები არიან. თამაშის მსვლელობისას, ცხადია, ამ უკანასკნელის ოსტატობასაც გამოვიყენებთ", - დაპირდა ქომაგებს მარკ ლივერმონი.

საფრანგეთის ნაკრები: 15. მაქსიმ მედარი, 14. იოან უგე, 13. ორელიან რუჟერი, 12. იანიკ ჟოზიონი, 11. ვინსან კლერი, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. სილვენ მარკონე, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. ჟულიენ პიერი, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. სებასტიან შაბალი.
16. გიომ გირადო, 17. ლუკ დუკალკონი, 18. ჟერომ ტიონი, 19. იმანოლ არინორდოკი, 20. მორგან პარა, 21. დამიენ ტრაი, 22. კლემან პუატრენო.




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალი ინფორმაციები რატომ იგვიანებს?
ექვსი ერის თამაშები შაბათს ჩატარდა და
ჩვენ როდის უნდა წავიკითხოთ,მომდევნო
კვირაში?
alexandre
16:11 15-03-2011
0

სიახლეები პოპულარული