არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიმჩნევა! - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა.

"არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი.

უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო
პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ.

უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში.

რაგბი ჩვენი თამაშია! - ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა, ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამგეობა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ არის კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია.

"იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირების მიმართ, ვისაც სურვილი ექნება, მოახდინოს ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში: რაგბი ჩვენი თამაშია", - აცხადებენ განცხადების ავტორები.

20 დეკემბერს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს - ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა მოკლე მეხსიერება აქვს საზოგადოებას,ეს ხალხი ფასეულობებზე რომ ალაპარაკდა,გამგეობა მაქვს მხედველობაში,ისინი არ არიან თავის დღოზე ზეწოლით რომ ისარგებლეს და არავითარი პასეულობები არ აინტერესებდათ
0
მოკლედ, თუ რამე საქართველოში აწყობილია, ყველაფერში უნდა ჩატანტრონ თავიანთი ბინძური ხელები, რა
სხვა მერაბი
16:39 14-12-2015
0

სიახლეები პოპულარული