სა­უ­კე­თე­სო მარ­ბი­ე­ლე­ბი მსოფ­ლიო რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში: რიჩარდსი, დევისი, ბენდიაშვილი, ზედგენიძე...

AutoSharing Option
ფოტოზე: დინ რიჩარდსი

სპეციალისტთა და ჟურნალისტთა მიერ არაერთგზის დასახელებულა მსოფლიო რაგბის ისტორიაში სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე საუკეთესო მორაგბეები. თუმცა, აარჩიო საუკეთესო მარბიელი (N8) რაგბის ისტორიიდან, ეს ყოველთვის ურთულესი საქმეა და ხშირად იწვევს ცხარე დებატებს.

ამ პოზიციაზე თამაში უაღრესად საპასუხისმგებლოა და საკუთარი მოთხოვნები გააჩნია: მოთამაშე უნდა იყოს ფიზიკურად ძლიერი, უნდა გააჩნდეს მაღალი სათამაშო ინტელექტი, სხარტი აზროვნება, გამოირჩეოდეს სისწრაფით, შეეძლოს აუტში კარგად ახტომა და ბურთის მოგება, დაცვითი ფუნქციების შესრულებისას კი ევალება ყველა მოთამაშის დაჭერა, რომელიც მოახერხებს და თავდაცვითი ზღუდის პირველ ეშელონს გადმოლახავს.

ქართული
დასახელება "მარბიელი" ნამდვილად მიესადაგება მის პირდაპირ მნიშვნელობას და საქმიანობას უშუალოდ მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ ქართულ რაგბიში ამ პოზიციაზე რამდენიმე, მართლაც გამორჩეული მოთამაშე გვყავდა. ჩვენ უცხოელ მარბიელებთან ერთად მათზეც მოგითხრობთ.

დინ რი­ჩარ­დ­სი
დინ რი­ჩარ­დ­სი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხ­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს და 90-იანე­ბის და­საწყის­ში ბრწყი­ნავ­და "ბრი­ტა­ნე­ლი ლო­მე­ბის", ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბი­სა და "ლეს­ტერ თა­ი­გერ­ზის" რი­გებ­ში.

"დი­ნო" არას­დ­როს გა­მო­ირ­ჩე­ო­და მა­ღა­ლი სის­წ­რა­ფით და დღეს­დღე­ო­ბით რომ ეთა­მა­შა, აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევ­და რამ­დე­ნი­მე ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა. თუმ­ცა, ბუ­ნე­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უდი­დე­სი ძა­ლა, ხის­ტი სა­თა­მა­შო სტი­ლი და ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი ნე­ბის­მი­ერ სა­რაგ­ბო ერა­ში მას მა­ინც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვად აქ­ცევ­და.

მოთამაშის აქ­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რი­ჩარ­დ­ს­მა პო­ლი­ცი­ე­ლად იმუ­შა­ვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი გახ­და ("ლეს­ტე­რი", "ჰარ­ლიქ­ვინ­ზი)"), თუმ­ცა შემ­დეგ "ბლად­გე­ი­თის სკან­დალ­ში" გა­ეხ­ვა და იძუ­ლე­ბით მო­უ­ხდა დრო­ე­ბით ჩა­მო­შო­რე­ბო­და საყ­ვა­რელ სპორტს.

Sportall.Geსერ­ჯო პა­რი­სე
წარ­მო­შო­ბით არ­გენ­ტი­ნე­ლი სერ­ჟო პა­რი­სე 18 წლი­სა გახ­ლ­დათ, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­ირ­გო იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის კვარ­თი და ამ­ჟა­მად 2 კე­პი­ღა აკ­ლია, რა­თა სა­ი­უ­ბი­ლეო, მე­ა­სე მატ­ჩი გა­მარ­თოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის რი­გებ­ში.

მიუხედავად "სკუ­ად­რას" არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი თა­მა­ში­სა და არ­ც­თუ ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი­სა, პა­რი­სე ყო­ველ­თ­ვის გუნ­დის ლი­დე­რი გახ­ლ­დათ და გა­მო­ირ­ჩე­ო­და მებ­რ­ძო­ლი სუ­ლით, მის მი­ერ ჩაგ­დე­ბუ­ლი თა­მა­ში იშ­ვი­ა­თად თუ ვინ­მეს ახ­სოვს.

სერ­ჟო ერ­თ­ნა­ი­რად ბრწყინ­ვა­ლეა რო­გორც დაც­ვი­თი, ასე­ვე შე­ტე­ვი­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას (10 სა­ნაკ­რე­ბო ლე­ლო).

უნიჭიერესი მო­თა­მა­შე ამავ­დ­რო­უ­ლად საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ას­პა­რე­ზე "სტად ფრან­სეს" წამ­ყ­ვა­ნი ფი­გუ­რაა, ტუ­რის სიმ­ბო­ლურ ნაკ­რე­ბებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­ზე ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა.

მარვინ დე­ვი­სი
ლეგენდარული მარ­ვინ დე­ვი­სი მსო­ფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ერამ­დე, (1987 წლამ­დე) ას­პა­რე­ზობ­და, თუმ­ცა ეს არა­ნა­ი­რად არ აკ­ნი­ნებს მის მიღ­წე­ვებს.

Sportall.Geმარვინმა სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უელ­სის ნაკ­რებ­თან ერ­თად დი­დი სლე­მის შე­ას­რუ­ლე­ბაც მო­ა­ხერ­ხა და სა­მე­ფო თა­სიც და­ი­სა­კუთ­რა, 1971 და 1974 წლებ­ში მან წარ­მა­ტე­ბით ული­დე­რა ბრი­ტა­ნე­ლი ლო­მე­ბის "ლაშ­ქ­რო­ბას" ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ 46 შეხ­ვედ­რა­ში მარ­ვინ­მა მხო­ლოდ 9 მატ­ჩი დათ­მო და იმი­თაც გახ­ლ­დათ გა­ნსა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ნაკ­რე­ბო მატ­ჩი ტრავ­მის გა­მო არას­დ­როს გა­უც­დე­ნია.

29 წლის ასაკ­ში დე­ვისს უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა შე­ე­ყა­რა, რის გა­მოც იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ნა­ად­რე­ვად და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სა­რაგ­ბო კა­რი­ე­რა.

2012 წლის მარ­ტ­ში მარ­ვი­ნი ავად­მ­ყო­ფო­ბას­თან ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა 65 წლის ასაკ­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო რაგ­ბის ფე­დე­რა­ცი­ამ იგი დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნა.

თე­მურ ბენ­დიაშვილი
პროფესიით ფიზიკოსმა თემურ ბენდიაშვილმა რაგბის თამაში საკმაოდ გვიან დაიწყო. მან სამეცნიერო მოღვაწეობა უეცრად მიატოვა. გადაწყვეტილება მყისიერად მიიღო და მთელი ცხოვრება ოვალური ბურთით თამაშს მიუძღვნა.

მისი პირველი და ბოლო გუნდიც თბილისის "ლოკომოტივია", რომელშიც ჯერ მარბიელად ირჯებოდა, მერე კი მწვრთნელი გახდა და დღემდე რკინიგზელთა დამრიგებელია.

Sportall.Ge
ფოტოზე: მარცხნიდან მეორე თემურ ბენდიაშვილი
"ლოკომოტივს" თუ რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევა აქვს, ყველა თემურ ბენდიაშვილის სახელს უკავშირდება.

ის ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარბიელი (#8) იყო. შეუპოვარი, სწაფი, სხარტი აზროვნებით, ხშირად იღებდა ორიგინალურ, მოწინააღმდეგისთვის სრულიად მოულოდნელ გადაწყვეტილებებს, შეეძლო ფეხით თამაშიც. უთამაშია საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც.

ჯერ კიდევ მოთამაშეობისას მწვრთნელობას მიჰყო ხელი და მთელი თავისი ნიჭი და უნარი "ლოკომოტივს" მოახმარა. სწორედ მისი ძალისხმევის დამსახურებაა, ეს გუნდი დღესაც რომ არსებობს და ქართულ რაგბიში ყველაზე ტიტულოვანია. რკინიგზელებს არაერთხელ ჰქონია ძნელბედობის ჟამი, მაგრამ თემურ ბენდიაშვილს ის არასდროს მიუტოვებია და მუდამ საჭირო რელსებზე აყენებდა.

"ლომომოტივის" თავკაცი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც იყო.

Sportall.Geილია ზედგინიძე
ილია ზედგინიძე რაგბიში წყალბურთიდან მივიდა. ის დიდი ხნის განმავლობაში მარბიელად თამაშობდა, თუმცა სარაგბო კარიერის ბოლო ოთხი წელიწადი ეროვნულ ნაკრებში მეორეხაზში გაატარა.

თბილისის "უნივერსიტეტიდან" მან 2000 წელს საფანგეთს მიაშურა და იქ საკმაოდ ბევრ კლუბში გაისარჯა. ზედგინიძემ 11 წელიწადში ექვს ფრანგულ და ერთ იტალიურ გუნდში მოასწრო თამაში. ესენია: "ბეზიე", "ტულონი", "როვიგო", "ორლეანი", "ექსი", "ოში" და "კარკუირანი".

ზედგინიძემ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 2003, 2007 და 2011 წლებში.

ახალ ზელანდიაში გამართული მატჩები ბოლო იყო მის სპორტულ კარიერაში.

ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 65 ქულა მოუტანა. ამჟამად ილია ზედგინიძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

გიორგი ბარბაქაძე
ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და მამუკა? :)
archilcheghe
00:49 16-09-2013
0

სიახლეები პოპულარული