შვიდკაცა "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს ჩემპიონატს ამერიკით იწყებენ

AutoSharing Option
28 ივნისს საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმება.

ჩვენი გუნდი მოსკოვში ორი დღის წინათ გაემგზავრა და მომავალი ბატალიებისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობს.

ჩვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფში იასპარეზებს. მეტოქეები, მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტ ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად, კანადისა და აშშ-ის შვიდკაცა რაგბის გუნდები იქნებიან. ჯგუფი ურთულესია.

ახალზელანდიელებზე რომ არაფერი ვთქვათ, კანადა და აშშ რეგულარულად ასპარეზობენ შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიაში. მათი მოთამაშეები, ძირითადად, შვიდკაცა რაგბით არიან დაკავებულნი და შესანიშნავად შეთამაშებულნი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოცდილებისა და ახალგაზრდობის სინთეზია. ბიძინა სამხარაძეს (ტიმიშოარა) და
მერაბ კვირიკაშვილს (სენ ჟუნიენი), ალექსანდრე თოდუას (ალბი), ირაკლი გეგენავას (ლელო) და ვიქტორ კოლელიშვილს (ლიონი) ოთხი წლის წინანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

მათ გარდა, მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ახალგაზრდა მოთამაშეების მთელი ჯგუფი მიიწვიეს, რომელთა ნაწილს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. ესენი არიან: მერაბ შარიქაძე (აკადემია), ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია), გიორგი ჯიმშელაძე და ბახვა კობახიძე (ორივე-არმია). ნაკრებს დაუბრუნდა შუამარბი რეზო გიგაური (მონლუსონი).

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თბილისის დროით 16 საათსა და 6 წუთზე 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან გამართავს. 29 ივნისს, 9 საათსა და 44 წუთზე ჯერ ახალი ზელანდიის ნაკრებს დავუპირისპირდებით, მერე, 13 საათსა და 46 წუთზე, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში კანადას ვეთამაშებით.

საქართველო
გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (ორივე-არმია), ბიძინა სამხარაძე (ტიმიშოარა), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ვიქტორ კოლელიშვილი (ლიონი), რევაზ გიგაური (მონლუსონი), შალვა მახარაშვილი (ბათუმი), ირაკლი გეგენავა (ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე (ორივე-აია).

კანადა
ნანიაკ დელა, ტაისენ დე გუდი, ჯასტინ დაგლასი, შონ დუკი, მიკე ფუაილეფაუ, ლუკას ჰამონდი, კირან ჰირნი, ნათან ჰირაიამა, ჰარი ჯოუნზი, ფილ მაკი, ჯონ მუნლისი, ტეილორ პარისი.

ახალი ზელანდია
კურტ ბეკერი, ტომასი ცამა, სკოტ ქერი, სემ დიქსონი, დი ჯეი ფრობსი, ბრაის ჰიმი, ჯილის კაკა, ტიმ მიქელსომო, ვაისაკე ნაჰოლო, ლოტე რაიკაბულა, დევიდ რაიკუნა, შერვინ სტოუერსი.

აშშ
კარლინ იზლისი, ნიკ ედვარდსი, ენდრიუ დურუტალო, შალომ სუნიულა, ზაკ ტესტი, მეთ ჰავკინსი, ფოლან ნიუა, ჯეკ ჰალალილო, მაკა უნუფე, მაიკ პალეფაუ, კოლინ ჰოული, ბრეთ თომპსონი.

მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.
C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.
D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.
E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.
F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონკონგი.

28 ივნისი
საქართველო-აშშ

29 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო-კანადა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეორეც წააგეს ქაქანის მეტი არაფრის ტ.... არა აქვთ ტავმოყვარეობა არა აქვთ ქართული სული არა აქვთნ ოღონნდ თბილ თბილ გუნდებში ითამაშონ და ფულები იმათხოვრონ სხვა ქვეყნებში სამოს და ფიჯის ოც-ოცი წელი ვერ ეწევიან ფედერაციის თავჯდომარიდან დაწყებულნი-თბილად რომ არიან მოყუჩებულნი და ხალხს ნაცარს აყრიან თვალებში-ფული გვაკლიაო,მეტი ვერ შეგვიძლია ქართული ჰკა მაგას!აკლიათ უქნარებს
kolelshvili
10:33 29-06-2013
0
უკვე დაიწყეს და წააგეს 1-ლი მატჩი თქვე "ტორმოზებო" ზარმაცი და არაფროფი ვითომ რეფორტიორები უქნარობენ ამ საიტზე
kolelshvili
20:33 28-06-2013
0

სიახლეები პოპულარული