ვინ დადო "ტულონის" პირველი ლელო, მამუკა გორგოძემ თუ გირადომ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მამუკა გორგოძემ ზედიზედ მეორე ტურში ითამაშა ბრწყინვალედ "ტულონის" შემადგენლობაში. ტოპ 14-ის მე-7 ტურში "ტულონმა" "მონპელიეს" 28:6 მოუგო. ამ შეხვედრაში მონაწილეობა 6-მა ქართველმა მიიღო.

მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყვნენ ლევან ჩილაჩავა (მე-3 ნომერი) და მამუკა გორგოძე (მე-4), ხოლო სტუმრებში - კონსტანტინე მიქაუტაძე (მე-4). მე-2 ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ასე რომ, "მონპელიეს" პირველი ხაზი მთლიანად ქართული იყო.

33-ე წუთზე მასპინძლებმა პირველი ლელო დადეს. დამაგვირგვინებელ ფაზაში ყველაზე მეტად მამუკა და ჰუკერი გირადო აქტიურობდნენ, მაგრამ კარგად არ ჩანს, რომელმა მათგანმა
დადო ლელო.

"ტულონის" "ფეისბუქის" გვერდი ლელოს მამუკას უთვლის, ხოლო ზოგი, მათ შორის, TOP 14-ის ოფიციალური საიტი - გირადოს.

"ტულონი" 20 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო "მონპელიე" 19 ქულით მე-4 ადგილზეა.

"მიდი ოლიმპიკმა" (rugbyrama.fr) გორგოძე კვლავ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

"გორგოძე - 7,5 ბალი - ის ისევ ძალიან კარგი იყო, როგორც "კლერმონთან" შეხვედრაში. ქართველი ახლა დიდებულ ფორმაშია. მანოასთან ერთად ხაზში იგებდა ყველაფერს, პირველი ლელოს დასკვნით ფაზაშიც აღმოჩნდა. მან ასე უნდა გააგრძელოს სხვა თამაშებშიც", - წერს გამოცემა.

სიმბოლურ ნაკრებშია "ტულუზის" ვასილ კაკოვინიც, რომლის გუნდმაც "გრენობლს" 31:3 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორგოძემ დადო მაგრად ჩანს, ვენაცვალე ჯიგარში.............
იკა
22:11 03-10-2016
0

სიახლეები პოპულარული