ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებები 26 თებერვალს კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ

AutoSharing Option
26 თებერვალს საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ.

ამავე დღეს, 16:30 საათზე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში კაპიტნები და მწვრთნელები ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავენ.

ესპანელების კაპიტნის ვარჯიში 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო "ბორჯღალოსნების" - 17:00 საათზე.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის მატჩი 27 თებერვალს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

26/02/2016 - "მიხეილ მესხის" სტადიონი. კაპიტნის ვარჯიში
ესპანეთი - 12:00-13:00
საქართველო - 17:00-18:00

ჟურნალისტების საყურადღებოდ:

ფოტო-ვიდეო გადაღება ნებადართულია ორივე გუნდის
კაპიტნის ვარჯიშის დაწყებიდან 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გადაღების შეწყვეტა.

ჟურნალისტები, რომლებმაც უკვე გაიარეს აკრედიტაცია საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად, სააკრედიტაციო ბარათებს მიიღებენ ზემოთ აღნიშნულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე. პრესკონფერენციის შემდეგ და მატჩის დღეს სააკრედიტაციო ბარათები აღარ გაიცემა!

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის მედიააკრედიტაციებზე მოთხოვნის გამოგზავნის ბოლო ვადა დღეს, დღის ბოლოს იწურება.

ბილეთები:
მატჩის ბილეთები 18 თებერვლიდან ონლაინ იყიდება ვებგვერდზე TKT.GE.

22 თებერვლიდან ბილეთები უკვე სტადიონის სალაროებში იყიდება. ფასი 3 და 5 ლარია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით