საქართველოს რაგბის კავშირი რაგბის განვითარებისთვის მილიონ ლარს მიიღებს

AutoSharing Option
24 თებერვალს, სოფელ ნატახტარში საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში, 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია ნატახტარი, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს.

მემორანდუმს ხელს "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე მოაწერენ.

ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი კომპანიისგან ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს ერთ მილიონ ლარს და ეს თანხა ქართული რაგბის განვითარებას მოხმარდება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნებისთვის"
პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია. ნორმალური სასპონსორო პაკეტია ქართული სასპონსორო რეალობის გათვალისწინებით.
წარმატებები ქართულ რაგბს და კომპანია ნატახტარს!
georgian
19:37 23-02-2016
0

სიახლეები პოპულარული