დავით ზირაქაშვილი: ნაკრებიდან წასვლა სევდიანია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა ნამიბიასთან (17:16) მსოფლიოს თასის მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.

გამარჯვების შემდეგ სიხარულს არ მალავდა ლევან დათუნაშვილი.

"გამარჯვების აღნიშვნას, ალბათ, ჯერ ლუდით დავიწყებთ და მერე ვნახოთ. ინგლისში ვართ, ამიტომ ცოტა ვისკის გასინჯვაც მოგვიწევს", - თქვა დათუნაშვილმა

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ უკანასკნელ მატჩს ატარებდა საქართველოს ნაკრებში, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მწვრთნელებმა სთხოვეს, ცოტა ხანი კიდევ დარჩენილიყო ნაკრებში.

"ალბათ, კიდევ რამდენიმე თამაშს ჩავატარებ საქართველოს ნაკრებთან ერთად. ამის შემდეგ კი მათი ნომერ პირველი ფანი გავხდები", - აღნიშნა მან.

კომენტარი გააკეთა ასევე დავით ზირაქაშვილმა,
რომელმაც ნაკრებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

"ჩემს პოზიციაზე საქართველოს ნაკრებს ცოტა მოთამაშე არ ჰყავს. ასე რომ იყოს, არ დავტოვებდი გუნდს. რა თქმა უნდა, სევდიანია ნაკრებიდან წასვლა, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს.

ძალიან მომენატრება თამაში, მაგრამ მე ოჯახი მყავს და მინდა მეტი დრო დავუთმო მათ. ეს ცხოვრების ბუნებრივი განვითარებაა. საქართველოს ნაკრებმა პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 2003 წელს ითამაშა, ახლა კი ჩვენ ტოპ-15 ნაკრებში შევდივართ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში ტოპ-10-ში და ტოპ-8-შიც მოვხვდებით", - განაცხადა ზირაქაშვილმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მიხეილ ნარიაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაკრები მუშაობას გააგრძელებს.

"აღნიშვნას ვაპირებთ, რადგან ჩვენი ქვეყნისნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ისტორიული მომენტია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და უფრო მეტს მივაღწევთ".

მომზადებულია rugbyworldcup-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ერთი ნაბიჯი იაპონიამდე [ბესიკ ჯანგავაძე ექსეტერიდან]
მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა ღმერთმა სიკეთე მოგცეს ბევრჯერ მომსვლია სიხარულის ცრემლი თქვენი გამარჯვებების მერე გაიხარეთ საამაყო შვილებო და ღირსეულო ადამიანო დავით გამრავლოს და გახაროს შენი ოჯახით.
daviti
11:30 09-10-2015
0
მადლობა ყველაფრისთვის დავით, მადლობა საქართველოსთვის დაღვრილი თითოეული ოფლის და სისხლის წვეთისთვის, მადლობა სულით და გულით ქართველობისთვის. ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ ყველა შენთვის ძვირფას და კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად. გაიხარე ცხოვრებაში ისე, როგორც გვახარებდი ჩვენ ყველას ამ წლების განმავლობაში.
მადლობა!!! მადლობა!!! მადლობა!!!
Shalva73
21:54 08-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული