პორტუგალიის ნაკრებმა "ბორჯღალოსნებთან" შეხვედრამდე ბოლო ტესტ-მატჩი გამართა

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ტურნირის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა.

"ლობუშებმა" ლისაბონში ინგლისის სტუდენტთა ნაკრებს უმასპინძლეს და 15:30 დამარცხდნენ.

თამაშს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დანიელ ურკადე დაესწრო.

ამ მატჩში პორტუგალიის ნაკრები ასე გამოიყურებოდა:

15. ნუნუ კოსტა, 14. გონსალო ფორუ, 13. ანტონიო აგილარი, 12. კარლ მურეი, 11. ვინსენტ პერეირა, 10. პედრო ლეალი, 9. ფრანსიკო მაგალიაეში. 1. ჟორჟე სეგურადო, 2. ფრანსისკო ტავარეში, 3. ბრუნო როჩა, 4. რუი დორეი, 5. გონსალო უვა, 6. ლუის პორტელა, 7. სალვადორ
ვასალო, 8. ვაშკუ უვა.
16. ფრანსისკო დომინგეში, 17. ბრუნო მედეიროსი, 18. ჟოაო ალმეიდა, 19. ფერნანდო ალმეიდა, 20. გერე მარეე, 21. დიოგუ მირანდა, 22. ჩარლი მორაიში, 23. კევინ და კოშტა.

ამ მატჩის შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფედერიკო სოუზამ, რომელიც გუნდის სათავეში 2013 წლის ივნისში მივიდა, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მასში ათი ლეგიონერია. აქედან ცხრა ფრანგულ კლუბებში ასპარეზობს, ერთიც - ინგლისურში. ესენია: ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე - ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში და კევინ და კოშტა (ორივე - ბიარიცი).

პორტუგალია
ჟოაო კორეია, ჟორჟე სეგურადო, რუი დორეი, ლუის სალემა, ვაშკუ უვა, პედრო ლეალი, მიგელ ლეალი, ფრანსისო ტავარეში, ლუის პორტელა, მანი რაპოსო, ანტონიო აგილარი (ყველა-დირეიტო), ფრანსისკო ფერნანდესი (ბეზიე), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), მაიკ ტაჯერი (მასი), ემანუელ რებელო (დიჟონი), ჟოზე ლიმა, გონსალუ უვა (ორივე - ნარბონი), აურელიან ბეკო (კოლომიე), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ერიკ დოს სანტუში, კევინ და კოშტა (ორივე - ბიარიცი), პედრო ბეტენკურტი, ფრანსისკუ მაგალიაეში, ნუნუ კოშტა, გონსალუ ფორუ, ბრუნო მედეიროსი, სებასტიან ვილაქსი, კარლ მურეი, ჟოაო ალმეიდა, ფრანსისკო აპელტონი (ყველა - კდუპი), ფრანსისკო დომინგეში, ფერნანდო ალმეიდა (ორივე - აგრონომია), ბრუნო როჩა (კოიმბრა), დიოგო მირანდა (ბელენენსეში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
შალვა73 -ს
მადლობ შალვა, მადლობ
მეც მხლოდ წარმატებებს გისურვებთ

ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც ის სენი შემეყარა რასაც რაგბის სიყვარული ჰქვია. თუ ეს დაავადება გადამდებია, იმედი მაქვს რომ მეც ბევრს დავაავადაებ - მხოლოდ ამ ფორმით და უბრალოდ გულშემატკივრობით შემიძლა ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანა ზოგადად ქართული რაგბის სამსახურში
GiorgiG83
09:53 30-01-2014
0
ყოველთვის თვალს ვადევნებ თქვენ კომენტარებს და ძალიან მომწონს. კარგად ჩამოყალიბებული კომენტარები გაქვთ, როგორც აზრობრივად და შინაარსით, ასევე გრამატიკულადაც, რასაც მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ვაფასებ თქვენნაირ განათლებულ და ზოგადად სპორტში ჩახედულ ადამიანებს. გაიხარეთ.
რაც შეეხება რაგბს... სამწუხაროდ მართლაც დიდი დანაკლისით ვხვდებით ერთა და მსოფლიო თასის შესარჩევის მეორე წრეს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ბიჭების და მჯერა რომ ლამაზი, ხარისხიანი და დამაჯერებელი მოგებებით, პირველი ადგილიდან გავალთ ჩვენთვის მე-4 მსოფლიო თასზე.
შალვა73
GiorgiG83–ს
17:59 29-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული