ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

მადლობა, კაპიტანო! - გურამ კაშია მამუკა გორგოძის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც ჩვენი საიტის მკითხველებმა ახლახან აპრილის თვის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს, სოციალურ ქსელში მამუკა გორგოძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა:

- მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის

"მინდა, ქართული რაგბის ცოცხალ ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მადლობა გადავუხადო, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თითოეული მატჩისთვის. მან შექმნა ეპოქა, რომელიც სამაგალითოა ნებისმიერი ახალგაზრდა სპორტსმენისთვის. მისი გადაწყვეტილება იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას. მადლობა, კაპიტანო"! - წერს კაშია. 
ასევე დაგაინტერესებთ