მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებიდან მიდის

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge/აჩიკო გეგენავა

"ბორჯღალოსანთა" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.

მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს.

მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე, წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს" - თქვა მამუკა გორგოძემ.

4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე
გორგოძემ "ბორჯღალოსნების" კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.

მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 წლებში - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის "ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

"ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი. ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი "მილენიუმი" და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ "დინამოზე" ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, "ნოუ კამპზე" 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან "დინამოზე".

ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!
გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
16 წლის ასაკში, "ლელოში" დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის "მონპელიეს" ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/11 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/13 წლების სეზონში აღიარეს ტოპ 14-ისა და "ჰაინეკენის თასის" (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

2014 წლიდან "ტულონში" გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში "რასინგს" 93 ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

"ბორჯღალოსნების" კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:

"არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა, წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!"

ერთად გავიზარდეთ
ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ჰყავთ აყვანილი.

პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები, ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა".

ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს
იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, "ბორჯღალოსნებმა "არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.

გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგები უნდა შეავსოს:

"იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით, ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა, შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა, მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.

მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდათ და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოჰყვება. სადაც ვართ, იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.

მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს".

- იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
უფრთხილდება ფორმას და არ უნდა ტრამვის მიღება
ეეეჰ
18:09 14-06-2017
0
გენაცვალე სუფთა ქართულ ჯიგარში, ყველაფრისთვის მადლობა, აგიშენდა ოჯახი, უნდა სთქვა ტყუილად არ მიცხოვრიათქო - უყვარხარ საქართველოს .......
koba
12:14 23-05-2017
0
დენ კარტერის ზელანდიის ნაკრებში ყოფნაზე $ეგინებულია
Jer tavooo da mere nakreboo
17:28 22-05-2017
0
Den karteri tamashobs zelandiis nakrebshi axlac. Ra iq ar aroan axalgazrdebi romlebsac "gzis datmova schordebat"? Tu magaze naklebi asaki aqvs? Richi makkoi bolomde nakrebshi iyo. Samcuxarod maganac da ziraqishvilmac piradi amjobines nakrebs. Magat gverdit ufro ar gaizrdebodnen is axalgazrdebi??? Magram klubebshi kargi xelfasebi aqvt da chatvales rom vali qveynis conashe moxdili aqvt. Arada formis pikshi arian orive
Jer tavooo da mere nakreboo
11:01 18-05-2017
0
მადლობ კაპიტანო...

შეუცვლელი არავინაა, რა დააკლდება მამუკას წასლით ნაკრებს?
მორაგბე? როგორც მორაგბე შეცვლიან ადრე თუ გვიან, მაგრამ...

ხასიათი?
დიახ - ხასიათი!
მამუკას ხასიათი - ალბათ არც ისე ცოტა ათეული წელი ვერ შეიცვლება

მიუხედავად იმისა რომ პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას ვერ ვეთანხმები - ადრეა კაპიტანო, ადრე
:)
წარმატებები!
მუმუს
13:36 17-05-2017
0
დიდ სპორტსმენებთან გამოთხოვებისას ცრემლებს რომ ვხედავდი არ მჯეროდა, მეგონა მთლად სპექტაკლი თუ არა მინიმუმ გაზვიადებული მაინც იყო და ახლა საკუთარ თავზე გამოვცადე. ღმერთო თურმე როგორ ვცდებოდე. ცრემლები მომდის და ვერ ვიკავებ, ვერ ვხვდები რა მემართება, საკუთარი ცრემლები მახრჩობს თითქოს და ვეღარ ვსუნთქავ. ღრმა ბავშვობის შემდეგ არ მიტირია და ახლა 30 წლის ასაკში ვღრიალებ ისე როგორც შეიძლება ბავშვობაშიც კი არ მიტირია. მადლობა მამუკა! სიტყვებით არც შევეცდები შენი დამსახურება გამოვხატო, ეს წყლის ნაყვა იქნება. სულმოუთქმელად ველოდები იმ ბოლო 80 წუთს რომლის განმავლობაშიც ბოლოჯერ უნდა გავიხაროთ შენი ყურებით.
fraternity
16:17 16-05-2017
0
აი სიყვარული , აი ამისთვის ღირს სწორად ცხოვრება. ძალიან ბევრმა მაგალითი უნდა ავიღოთ და ვიცოდეთ მხოლოდ ესეთ ცხოვრებას აქვს აზრი და არა იმას მარტო ქვეყანა რომ წველო. მადლობა კაპიტანო, მადლობა .....
kaxa
16:01 06-05-2017
0
პოლიტ-ნახირო აი ეს არის სიამოვნება და არა ბიუჯეტის ძარცვა ...... თქვენთვის ეს ჩინურია მაგრამ .....
??????
15:50 06-05-2017
0
მადლობა კაპიტანო!
Dato
10:28 06-05-2017
0
კაპიტანო იქნებ რამოდენიმე საშინაო მატჩი გეთამაშა, გულშემატკივრები რომ დატკბნენ შენით.
დემე
10:24 06-05-2017
0
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დიდებულო კაპიტანო!!!!.....მაგრამ ცოტა ხანი ქნებ გეთამაშა..
nikola
09:35 06-05-2017
0
ძალიან მტკივა გული...სიტყვებს ვერ ვპოულობ...მადლობა მამუკა ყველაფრისთვის
mamuka
01:12 06-05-2017
0
არასწორი ნაბიჯია...ზირაქიშვილის შემთხვევაში, შემცვლელები მაინც გვყავდა... თან, მამუკა ჩვენი რაგბის ერთადერთი ვარსკვლავია ფაქტიურად... მოკლედ, საუკეთესოები წავიდნენ და რომ იტყვიან, ვინ დარჩნენ?
თან ცუდად მენიშნა, რომ დღეს სტატია ვნახე მაღალანაზღაურებად რაგბისტებზე და ეჭვი შემეპარა, ამათზე, თავიანთმა კლუბებმა, ხომ არ მოახდინეს ზეწოლა მეთქი...
aba baba
01:05 06-05-2017
0
რთულია იმ ემოციის და განცდის კომენტარში გადმოტანა რასაც ვგრძნობ. მტკივნეულია იმ ეპოქის დასასრული რაც ამ კაცმა შექმნა.დაუმარცხებელი,მებრძოლი და წაუქცეველი ქართველი კაცი. კაცი რომელმაც მთელს მსოფლიოს გააცნო და შეახსენა ქარველი მებრძოლი კაცის ბუნება, ძალა და სული. დიდი მადლობა საამაყო მამულიშვილო, კაცო, მორაგბე და კაპიტანო. მაგალითი და ეტალონი კაცობის, ქართული სულის, გამარჯვების, მებრძოლობის, ლიდერობის და პატრიოტობის. ყველას მაგრად გვატკინე და გული დაგვწყვიტე. ქედს ვიხრი კაპიტანო შენს წინაშე
ratii
20:51 05-05-2017
0
ისეთი კომენტარებია რაღა დავამატო არ ვიცი, გული კი ჩამწყდა რაღაცნაირად. მეგონა მხოლოდ მე ვიყავი ასე თურმე რამდენი ვყოფილვართ . მგონი მამუკამ თავისი კაცობით, პროფესიონალიზმით და ადამიანობით მთავარს - გულშემატკივრების უზომო სიყვარულს მიაღწია. არ მახსოვს რომელიმე ქართველი სპორცმენის წასვლა გულშემატკივარს ასე სწყენოდეს(მიშა მესხზე ამბობენ მაგრამ მე ვერ მემახსოვრება)
0
ამ კაცმა ყველა პოლიტიკოსზე და საზოგადო მოღვაწეზე შორს გაიტანა და ასახელა თავისი ქვეყნის სახელი. მან შექმნა და გააცოცხლა ქართევლი კაცის და მებრძოლის დაუმარცხებლობის, გამძლეობის, პატრიოტობის და შეუპოვრობის სახელი. არმეგულება დღეს არცერთი მორაგბე და რაგბის გულშემატკივარი "მსოფლიოს მაშტაბით" , თუნდაც ოდნავ ჩახედული ადამიანი ვინც მისი სახელი და გვარი არიცის და მისი წარმომავლობა. დიდი მადლობა კაპიტანო ყველაფრისთვის რაც გაგიკეტებია, რა ბედნიერების და სიამაყიც გრძნობაც გიჩუქებია და შენი შემხედვარე ბევრს გაგვხსენებია ის წინაპრები ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა თავისი შეუპოვრობით, ბრძოლით, სამშობლოს სიყვარულით, ჟინით და თავდადებით. შენ ამ ყველაფრის მაგალითი ხარ და იქნები. ქედს ვიხრი შენს წინაშე.

giogio
14:13 05-05-2017
0
ღმერთმა გზა დაგილოცოს ბაღდათელო იმერელო ვაშკაცო.
mamuka
12:52 05-05-2017
0
ახლა ,როცა ამ პოსტს ვწერ,უკვე 106 პოსტია დადებული და ვინც ამ პოსტს წაიკითხავს,მათთვის ვწერ.მეგობრებო,თქვენ უკვე წაკითხული გექნებათ ყველა პოსტი და ახლა ყველას გთხოვთ,წააკითხეთ ეს ყველა პოსტი შვილებს,ოჯახის წევრებს,აუცილებლად პოლიტიკოსებს,თანამდებობის პირებს.დაე ყველამ გაიგოს და ყველამ იცოდეს,როგორი სიყვარული და დაფასება იცის საქართველომ და ქართველმა,ერთგული მამულიშვილისა.რომ კიდევ გვაქვს ეს სიყვარულის მუხტი ჩვენს გულებში და შემთხვევას ეძებს,რომ მოყვასის გულებზე გადაიღვაროს.ასე მოხდა თბილისის წყალდიდობის დროს და ასეა ახლაც.ბოლომდე მაინც ვერ გაგვაბოროტა ცხოვრებამ.
შენ გაგიმარჯოს მამუკა და თქვენ გაგიმარჯვოთ ქართველებო.ჭირიმე თქვენიიიი!ეს კახის სიტყვებია.
" სჯობს სახელისა მოხვეჭა,ყოველსა მოსახვეჭელსა".ეს კი შოთა რუსთაველისა და ორივე თქვენთვისაა ნათქვამი ძმებო და მეგობრებო.
სოსო
12:45 05-05-2017
0
მადლობა კაპიტანს და ღირსეულ ქართველს!
vaxo
12:32 05-05-2017
0
ვამაყობთ თქვენით, ღირსეულო ვაჟკაცო, ულევი ბედნიერება თქვენს ოჯახს, სიყვარულით ბორჯომიდან
იზა
11:39 05-05-2017
0
მამუკა მთელი ეპოქაა ქართულ რაგბში! ასაკი გასაგებია, მაგრამ ცოტა ხანს იქნებ მეორე ხაზში მაინც ეთამაშა
0
ძალიან მტკივნეული იყო ამ სტატიის წაკითხვა და ამ ყველაფრის გააზრება. ძალიან მაგრად დაგვაკლდები კაპიტანო. დიდი მადლობა ყველფრისთვის.
dachi
11:28 05-05-2017
0
Tramvebs erideba. Uelatan etamasha da ise casuliyi
Tramvebs erideba uelstan etamasha da ise casuliyo
10:13 05-05-2017
0
არასდროს ასეთი შეგრძნება არ მქონია როგორც ამ ბოლო ორ დღეში, რასაც ვაკეთებ სულ ამ კაცზე ვფიქრობ...

სტატიებში ან მონაყოლიდან გამიგია დიდი სპორცმენის დიდი სპორტიდან წასვლა... ეს რაღაც გადამეტებული მეგონა. ახლა მეც ვიცი რას ნიშნავს ეს გრძნობა, როგორი საამაოა გა გულისგამხეთქავიც...

არ ვიცი რამდენჯერ ეკეთა სამკლაური მაგრამ მგონი 70 თამაში აქ ნათამაშები და 70 ჯერვე იყო კაპიტანი... გუნდის გული, მუხტი და თილისმა.

აი ასეთი უნდა იყოს კაპიტანი!
გვეამაყები კაპიტანო, მადლობა სამსახურისთვის!
გზავნილი
08:47 05-05-2017
0
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ა პ ი ტ ა ნ ო!!
552255
03:10 05-05-2017
0
ყველა დროის #1 ქართველი მორაგბე!
0
წარმატებები მამუკა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გაგაძლიეროს. დაგვიბრუნდი აუცილებლად თუნდაც სხვა ამპლუაში. შენნაირი ქართველები ჭირდება ქვეყანას. თავაწეული იარე მთელი ცხოვრება და გვასახელე სადაც გამოჩნდი. მადლობა შენ ამისთვის. მოგვენატრები ...
ალექსა
23:00 04-05-2017
0
მამუკა გოგრგოძე - მაგალითი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების!
lagaz
22:55 04-05-2017
0
დზალიან დამწყდა გული მარა რასვიზავტ. ოდესგაც ყველა მიდის დიდი მადლობა ყველაფრიტვის ჯიგარო მაგარი კაცი ხარ და მეამყები რო კარტველი ხარ.....
baxa
22:46 04-05-2017
0
ჯერ ადრეა გენაცვალე,ჯერ ადრეა.
sake
22:25 04-05-2017
0
ღმერთი გფარავდეს დიდო ადამიანო და სასიქადულო ქართველო,მადლობა ყველა იმ სიხარულისათვის რას ქართველ ხალხს და რაგბის ქომაგს მიანიჭე შენი დიდებული და თავდადებული თამაშით.ცრემლი მერევა რო ვწერ ამ სტრიქონებს დიდო გოლიათო. პატივის ცემით დავიტ მეტრეველი.
daviti
21:14 04-05-2017
0
ვერ წარმოვიდგენ მამუკა გარეშე ნაკრებს ზირაქაც რო არაა ეგ მიშლიდა ნერვებს ეხლა მამუკაც,რას ვიზავთ ბედნიერება მათ ხოლო ნაკრებს ღირსეული შემცვლელები
vazha
20:35 04-05-2017
0
აი ვინ უნდა სთქვას თურმე მართლა - მიცხოვრიაო. მე მეგონა ყველაზე მაგრად მიყვარდა კაცურად და თურმე შევცდი და ეგეც გამიხარდა რომ შევცდი. ხომ შეიძლება რომ მამუკა მართლა თბილისის მერად ავირჩიოთ, რას იტყვი ბიძინა? ხალხს მოუსმინე ხალხს ,,,,
ირაკლი
20:27 04-05-2017
0
ოღონდ ეგ არა რაააა სხვას ვერაფერს ვწერ.
ქართული რაგბის ლეგენდა!!!!!
sssss
20:25 04-05-2017
0
რთულია იმ ემოციის და განცდის კომენტარში გადმოტანა რასაც ვგრძნობ. მტკივნეულია იმ ეპოქის დასასრული რაც ამ კაცმა შექმნა.დაუმარცხებელი,მებრძოლი და წაუქცეველი ქართველი კაცი. კაცი რომელმაც მთელს მსოფლიოს გააცნო და შეახსენა ქარველი მებრძოლი კაცის ბუნება, ძალა და სული. დიდი მადლობა საამაყო მამულიშვილო, კაცო, მორაგბე და კაპიტანო. მაგალითი და ეტალონი კაცობის, ქართული სულის, გამარჯვების, მებრძოლობის, ლიდერობის და პატრიოტობის. ყველას მაგრად გვატკინე და გული დაგვწყვიტე. ქედს ვიხრი კაპიტანო შენს წინაშე.
beeq777
20:05 04-05-2017
0
ღმერთი ფარავდეს შენ ნაღდ ქართულ ოჯახს მთელი საქართველო აატირე გაიხარე მამუკა
dato
19:13 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო! ამ სიყვარულს ფულით ვერიყიდი რაც გაგაჩნია ხალხის მხრიდან! მეამაყები რომ ქართველი ხარ! ხალხნოო როგორიც სამაგალითო კაცია მამუკა ისეთივე სამაგალითო გაცილება მოვუწყოთ მას.. დავაფასოთ ეს კაცი იმ საქმისთვის რაც მან გაუკეთა ჩვენს ქვეყანას.. კიდეც ერთხელ მადლობა კაპიტანო!
ქართველი!
18:43 04-05-2017
0
დასანანია რომ ეს ეპოქა მთავრდება,დროს ვერ გააჩერებ,ძალიან მოგვენატრები და მილიონი მადლობა შენ!!!
დავითი
18:40 04-05-2017
0






მაგრად დამწყდა გული ( ( ( ( ( (

J A G A
18:16 04-05-2017
0
ქედს ვიხრი შენს წინაშე ღირსეულო კაცო ყველაფრისათვის, პირველ რიგში სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულსათვის.
Bavaria
18:05 04-05-2017
0
დიდი მადლობა კაპიტანო! სიტყვებით შეუძლებელია იმ მადლიერების გრძნობის გადმოცემა რასაც შენს მიმართ განვიცდი. შენ ხარ სამაგალითო სპორტსმენის, სამშობლოს საამაყო შვილის, სტაბილურობის, ნიჭის, მონდომების, თავდაუზოგავი შრომისა და თავდადების ეტალონი. აუცილებლად დაგირუნდება შენ და შენს შთამომავლობას ერთი ასად ის სიხარული რასაც ჩვენ გვანიჭებდი წლების მანძილზე. წარმატებებს გისურვებ კაპიტან სადაც არ უნდა იყო, შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ შენი მეობით და შენი კაცობით. გავკადნიერდები და კიდევ ერთს გთხოვ, კარიერის დასრულებისას ნუ დაივიწყებ შენს ქვეყანას, დაბრუნდი და სხვა მიმართულებით წაიყვანე ჩვენი ქვეყანა და ეს სპორტი რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიე. შენი უბრალოდ აქ ყოფნა და მომავალი თაობებისთვის შენი დანახვაც უკვე ძალიან დიდი საქმე იქნება. რაც არ უნდა გვტკიოდეს, გვესმის რომ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება...
fraternity
17:37 04-05-2017
0
madloba kapitano
0
მიხარია ამდენი კარგი კომენტარი.ბრავო!!!
კახა ქირია
16:50 04-05-2017
0
ნამდშვილად ყველაფრით სამაგალითო და დიდი სპორტსმენი და ადამიანი.ბევრს არ გავაგრძელებ.ხალხი ბსძენია(მე ესე მსურს ყოველ შემთხვევაში)კომენტარებიდან ჩანს თუ როგორია და ვინაა მამუკა.ყოველივე საუკეთესო ცხოვრებაში!უმაღლესი გაცილება ამ კაცს!
კახა ქირია
16:47 04-05-2017
0
სიტყვებს სიტყვებს ვერ ვპოულობ შენსა შესაფერსა დავდუმდები და დუმილით გეტყვი ყველაფერსა////
temo
16:43 04-05-2017
0
კარგი გაცილება უნდა მოუწყოს ფედერაციამ.
მოიწვიონ ახალი ზელანდიიდან, ან შოტლანდიიდან ცნობილი რაგბისტები.
მამუკა, ღირსეული ქართველია.
15:59 04-05-2017
0
გზა დამილოცნია მამუკა
mamuka
15:49 04-05-2017
0
მამუკა კაცი ხარ-შენ გულს,შენს ჯიშშსა და შენ მეობას ვენაცვალე.ქართველებო ის რასაც მამუკა ამბობს ეს არის ჭეშმარიტება და სწორედ ასეთი გზით უნდა ვიაროთ ყველა საქმეში და საქართველოს ბადალი არ ეყოლება.გაიხარე და გამრავლდი მამუკა.
vep1963
15:45 04-05-2017
0
გორგოძილა მადლობა! მადლობა! და ათასი მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის. მხოლოდ იმისთვის არა რო მაგარი მორაგბე ხარ. მადლობა იმისთვის რომ დაქცეულ ქალაქს იმედს აძლევდი, მადლობა იმისთვის რომ შენი სამშOბლოს სახელი ასე შორს წაიღე და ნამდვილი ელჩი და მაგალითი იყავი ქართველი კაცის. მადლობა იმისთვის რომ ყველაფერს აკეთებდი ამ წლების განმავლობაში. აქ ვინც წერს კიდე საყვედურებს დარწმუნებული ვარ ყველას სიყვარულით მოსდის. მე არ მეგულება არც ერთი ადამიანი საქართველოში ვისაც შენმა ამ გადაწყვეტილებამ გული არ დასწყვიტა, მარა ყველაფერს აქვს დრო და შენ ეს დრო ყველაზე უკეთ იცი და იგრძენი კიდეც ალბათ. რუმინეთთან თამაშის შემდგომმა კომენტარებმა კი ეს დრო ალბათ დააჩქარა.
მე ერთი თხოვნა მაქ! იქნებ ზირაქა დაიყოლიო და იმ ტამაშზე-აი შენ რომ ტბილისში აპირებ თამაშს-ეგ ყაზილარიც ჩამოიყვანო. ორივეს გეკუთვნით ჩვენი სიყვარული და ჩვენც გვეკუთვნის-ნამდვილ, სტაჟიან გულშემატკივარს ღირსეული დამშვიდობება.კიდევ ერთხელ მადლობა
xvistani
15:38 04-05-2017
0
ცოცხალი ლეგენდა ხარ. ძალიან დააკლდები ნაკრებს.
tengocie
15:33 04-05-2017
0
უდიდესი დანაკლისი რაგბისტებს
ma,muka
15:28 04-05-2017
0
ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება ის სიხარული და სიამოვნება რა საქართველოს მოსახლეობას აჩუქე. სამაგალითო თავმდაბალო სულით ვაჟკაცო ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ჩვენი წინაპრების იმ ქვეყანაზე გასახარად ესეთი მართალი კაცი გაიზარდე. დიდი მადლობა ცხოვრებისა და გუნდის კაპიტანო .....................
მ ა დ ლ ო ბ ა
15:28 04-05-2017
0
იქნებ მოქექოთ ვინმე არის მსოფლიო თასების ისტორიაში 4 ჯერ მატჩის საუკეთსო მორაგბე?
რედაქციას
15:26 04-05-2017
0


ჯ ე რ ადრე მგონია!!!

glaxuna
15:23 04-05-2017
0
ამ სიყვარულს ვერ იყიდით ამ ქვეყნის ვითომ მაშენებელო წურბელებო. რაიმეში მაინც მიბაძეთ ამ კაცს, ხომ ჯობია ეს სიყვარული მილიონებს? თქვენთვის ალბათ არა ,,,,,
კაპიტანო აგიშენდა ოჯახი

muxa
15:07 04-05-2017
0
პოლიტ-მასხარებო აი ესე უნდა უყვარდეთ ხალხს და არა ყოველ დღე ლამაზად რომ "გკითხულობდნენ". მადლობა გულივერ ქვეყნის, ხალხის და სამაგალითო ცხოვრებისთვის. ბევრი სიამოვნება და სიხარული გვაჩუქე - გმადლობთ კაპიტანო......................
??????
15:02 04-05-2017
0
გული ჩამწყდა...ღირსეული კაცის საქციელი და სიტყვაც! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მამუკას დარი მამულიშვილები, მამუკას კიდევ სიხარული არ მოაკლოს რაც ჩვენ მოგვანიჭა ამ ბიჭმა!
პაატა
15:00 04-05-2017
0
ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ სულით რაინდები იღებენ. მადლობა მამუკას ყველაფრისთვის
ზაზა
14:58 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო და ქართული რაგბის ლეგენდა! ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ!
ლუკა
14:49 04-05-2017
0
ყველაფრისთვის მადლობა ჯიგარო. მამუკას შემდგომ ცხოვრებას მე პირადად თბილისის მ ე რ ა დ ( დედაქალაქის მერი) ვისურვებდი და ამას ხმას მისცემს საქართველოს მოსახლეობის 100% თბილისზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ერთხელ ხალხი ვისაც ხმას მართლა მისცემს უჯიშო პოლიტელიტავ ხომ შეიძლება სპექტაკლების გარეშე ჩატარდეს???????????????????
გიო
14:46 04-05-2017
0
უდიდესი ადამიანური მადლობა. თავდადების, გარჯის, პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმისთვის, რაც მის სარაგბო კარიერას თან ახლდა.
ძალიან საწყენია მისი წასვლა, მაგრამ მამუკა უკეთესესად იცის რა გააკეთოს. წარმატებებს ვუსურვებ პირად ცხოვრებაში.
gogig
14:31 04-05-2017
0
ყელში ბურთი მაწვება :(((
0
ჯობია გული დაგვწყდეს გულშემატკივარს მისი წასვლის გამო და გვახსოვდეს როგორც გულივერა ვიდრე ფორმიდან ამოვარდნილი .

მამუკა სწორად იქცევა, მილტონს დროს და შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინოს.

ღირსეული შევცლელლი ბექა გორგაძის სახით უკვე ყავს. ბექას მონდომებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული. ის უნდა იქცეს მომავალ კაპიტნედ.
0
გამარჯვების გზებზე გევლოს!დიდება დიდ კაპიტანს.
ქუთაისელი
14:07 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო!!! ცრემლს ვერ ვიკავებ, სიტყვები არ მყოფნის.....
DAVID
14:07 04-05-2017
0
მადლობა მამუკა! ღირსეული კაცი ხარ.
იბერი
14:06 04-05-2017
0
მადლობა მამუკა! ღირსეული კაცი ხარ.
იბერი
13:53 04-05-2017
0
მადლობა მამუკა.........
გიო
13:14 04-05-2017
0
სხვა jiji-ს

კიდევ ერთხელ გთხოვ და მოგიწოდებ, შეცვალე ნიკი და მეც შენი მადლობელი ვიქნები!
jiji
12:52 04-05-2017
0
მამუკა მაგარი ხარ და დიდი მადლობა იმ ემოციებისთვის რასაც გვანიჭებდი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ რაღაც სხვა მგონია ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ასაკი არაფერ შუაშია, მითუმეტეს ჯანი და ჟინი ისევ მომყვებაო და მადლობა ღმერთს არც ტრავმები აწუხებს. თან ამას ამბობს ახლა როცა ნაკრები მზადებას იწყებს და არ უთქვამს თუნდაც რუსეთთან გამარჯვების მერე - რუმინეთთან ბოლო თამაშს ჩავატარებ და წავალო. მიზეზი სხვა ჩანს (მწვრთნელი, ახალი ტაქტიკა, ალბათ ძველ ბირთვზე აღარ მოხდება გუნდის შეკვრა) უბრალოდ რაგბისტებს გარეთ არ გამოაქვთ ის რაც სამზარეულოში ხდება.
ქომაგი
12:46 04-05-2017
0
სიტყვა უძლურია, გამოხატოს ის სინანული რაც ჩემში გამოიწვია მამუკას ნაკრებიდან წასვლამ. ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე არ მოგაკლოს, ჩვენო ლომკაცო!
qomagi
12:33 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო! ეს იყო შოკი ჩემთვის...
0
მადლობა კაპიტანო!
jiji
12:27 04-05-2017
0
წავიკითხე სტატია და გული გამისივდა,ყელში ბურთი მაწვება.წავიკითხე პოსტები და უკვე თვალებიც ამიცრემლიანდა.რაც მე მამუკა მახსოვს,მასზე შენ გენაცვალეზე უარესი არ მითქვამს,მაგრამ ახლა მომიწევს.
ზირაქა რომ წავიდა,მამუკას იმედი გვქონდა და ავიტანეთ,მითუმეტეს,რომ პირველ ხაზში მართლა მაგარი იჭები ბევრი გვყავს,მაგრამ მამუკა,შენი წასვლა იმ დროს,როცა სხვაზე გაცილებით მეტი შეგიძლია და თანაც კაპიტანი ხარ,რა ვქნა მაგრამ ასე უდრტვინველად ვერ მივიღებ.შეიძლება წელიწადში სულ ერთი ორი თამაში ჩაატარო ,მაგრამ როცა მტერსაც და მოყვარესაც ეცოდინება,რომ იქვე მამუკაა და თუ საჭირო გახდა,გუნდს წინ გაუძღვება,მგონი მორწმუნე კაცი ხარ და ჩემზე კარგად იცი,რა ძალა აქვს რწმენას და იმედს.ძალიან მაგარი ბიჭები მოდიანო,მოდიან,მაგრამ ჯერ ფრთები არ გაუშლიათ და მათაც სჭირდები,ეს ორი წელი მაინც აუცილებლად.მამუკა შენ კაპიტანი და გუნდის ბელადი ხარ და შეგახსენებ დათა თუთაშხიას ნათქვამს;"თავისი სიკვდილის პატრონიც აღარ იყოს კაცი,რაა ეს?" დათა ხარ ახლა შენ,თუთაშხია და არ გაქვს ასე ადრე წასვლის ნება,შენი თავი მხოლოდ შენ არ გეკუთვნის,შენ ქვეყნის სიმდიდრე ხარ და გაფრთხილება გჭირდება,მაგრამ დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
არ ვიცი რა დავამატო კიდევ,აი ის კი ვიცი რომ მიუხედავად შენი გადაწყვეტილებისა,შენს სიყვარულს და დაფასებას მისხალი არ მოაკლდება,მაგრამ მაინც დაფიქრდი,სხვა თუ არაფერი,შენი ალალი ღიმილიც მოგვაკლდება.
სადაც იქნები და როგორც იქნები,ყველგან ღმერთმა გაგიმარჯვოს,მე კი ეს საქართველოს ნაკრებში მსურს.
სოსო
12:25 04-05-2017
0
მადლობა მამუკა ყველაფრისთვის, დაუვიწყარი წუთებისთვის და გულშემატკივრების გაბედნიერებისთვის
0
მადლობა მამუკ! დიდი მადლობა!
0
მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი მამუკას და მიშა ნარიაშვილის თამაშს მონპელიეში,პერპინიანთან(50-22)....ვნახე როგორ უყვარდათ ჩვენი ბიჭები ფრანგებს....ყველაზე კარგი და ყველაზე თამდაბალი სპორტსმენები....დიდი მადლობა თითოეული ნაჩუქარი ბედნიერი წუთისათვის...ღმერთმა დაგლოცოს!!!
დავით ცხამელი
12:21 04-05-2017
0
ამისულას გაუმარჯოს.!
გივი
12:19 04-05-2017
0
ქართული სპორტის ჭეშმარიტი რაინდი და შესანიშნავი ქართველი! ღმერთმა დალოცოს! მისი მსგავსნი უმრავლოს სამშობლოს!
jiji
12:16 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო!მადლობა იმ სიხარულისათვის რასაც შენ გვანიჭებდი!მადლობა თავდადებისა და ვაჟკაცობისათვის!მადლობა იმისთვის რომ შენ იყავი კაცობის,ერთგულების და პროფესიონალიზმის მაგალითი! მადლობა!მადლობა!მადლობა!ჯანმრთელობას,სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებ შენს ოჯახთან ერთად!წარმატებები!ღმერთი შენთან!
tazo
12:03 04-05-2017
0
ნამდვილი ქართველი! თვითონ უკეთესად იცის როდის უნდა წავიდეს
ალექსანდრე
11:57 04-05-2017
0
დიდი მადლობა მამუკა ქართული რაგბის განვითარებისთვის
თეიმურაზი
11:55 04-05-2017
0
Madloba mamuka yvelafrisatvis, girseuli da saamayo qartveli xar!
Bagdati
11:51 04-05-2017
0
მამუკა მაგრად დამწყდა გული ამ ამბავზე, ძალიან მაგრად დააკლდება საქართველოს ნაკრებს მამუკა მართლაც დიდი სპორცმენი და დიდი კაცი, დიდი პიროვნება.ჩემი ერთერთი რიგითი გულშემატკივრის დიდი სურვილია რუმინეთს თბილისში მოვუგოთ დიდი ანგარიშით შენი მონაწილეობით.
გიორგი
11:43 04-05-2017
0
მაგარი ადამიანი,მაგარი სპორტსმენი.მადლობა მამუკა ნაკრებში ნათამაშები თითოეული წუთისთვის.
სამგურალი
11:42 04-05-2017
0
წარმატებას ვუსურვებ მამუკას საკლუბო დონეზე და პირად ცხოვრებაში გულდასაწყვეტია ასეთი ლიდერის გუნდიდან წასვლა თუმცა მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში პატივსაცემია. მის ბოლო მატჩს სანაკრებო დონეზე აუცილებლად დავესწრები. იმედია შინ ითამაშებს.
koki
11:41 04-05-2017
0
ქართული გენის მშვენება, ჩვენი მორაგბეთა ნაკრების სინდისი და ნამუსი. მადლობა მამუკა ყველაფრისთვის. მუდამ დალოცვილი და გახარებული გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან და ყველა შენთვის კეთილისმსურველ ადამიანთან ერთად.
შალვა73
11:37 04-05-2017
0
სამაგალითო ყველაფერში
mamukas
11:36 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო!
leng
11:33 04-05-2017
0
მადლობა მამუკა
mitro
11:24 04-05-2017
0
R E S P E C T!!!
0
კაი რა მამუკ, კაი რა
მეტფილდმა 38 წლისამ ითამაშა მსოფლიოზე

წარმატებები!
მუმუს
11:15 04-05-2017
0
ღირსეული ქართველი კაპიტანი!!!
0
ღირსეული გულწრფელობა.
laluka
11:13 04-05-2017
0
ნებისმიერი ქართველის წასვლას გავცვლიდი გორგოძის წასვლაზე ილია 2 ისაც
K.Abashidze
11:05 04-05-2017
0
ძალიან ცუდი დრო შეარჩია მამუკა გორგოძემ წასასვლელად. ყველა სპორტის სახეობაში ლეგენდები ეროვნულ ნაკრებს ტოვებს ევროპის ან მსოფლიოს დასრულების მერე და არა ევროპამდე და მსოფლიომდე. ნაკრების ლიდერი და ლეგენდა ასე არ უნდა ტოვებდეს ნაკრებს. მაგრამ რას ვიზამთ თუ ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილებაა მე დიდ მადლობას ვუხდი იმ დიდებული თამაშებისთვის რომელიც მან საქართველოს ნაკრების მაისურით ჩაატარა და იმედს გამოვთქვავ რომ ის საკლუბო კარიერის დასრულების მერე სათავეში ჩაუდგება ქართულ რაგბს ბავშვთა რაგბის განვითარების კუთხით.
dato30
11:03 04-05-2017
0
მადლობა კაპიტანო თითოეული იმ წუთისთვის რომლითაც სიამოვნება და სიამაყე მოგვანიჭე.
მინდია
11:02 04-05-2017
0
მადლობა მამუკა.
0
მამუკა ქართველი კაცის სახე და საქართველოს სიამაყეა. ათასგზის მადლობა მას
დავითი
10:57 04-05-2017
0
ღირსეული კაცია, როგორც კი დრო იგრძნო წავიდა.
kaxa
10:57 04-05-2017
0
უმაგრესი პიროვნება
0
ვისთანაც არ უნდა იყოს შემდეგი თამაში კიდევ ერთხელ გაივსება დინამო! საჭიროა ყველამ დიდი მადლობა გადაუხდოთ მამუკას, იმის გამო რაც საქართველსოთვის აქვს გაკეთებული!
დინამო
10:55 04-05-2017
0
ღმერთმა დაგლოცოს ბრწყინვალე ქართველო. წარმატებებს გისურვებ მომავალში ცხოვრების გზაზე, ბედნიერად ყოფილიყავი შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.
kaxa
10:53 04-05-2017
0
დიდი მადლობა მამუკა! ღმერთმა დაგლოცოს!
0
ნეტა ყველა სპორტსმენმა ასე დაგვწყვიტოს გული... მახსოვს მანამდე რა დღეში ჩაგვაგდო "დიდი ფეხბურთი"-დან რომ წავიდა ამისულაშვილი...
Givia
10:48 04-05-2017
0
მადლობის მეტი არაფერიო გვეთქმის, ჩვენთვის ყოველთვის ლეგენდად დარჩები, გგულშემატკივრობთ ტოპ 14 ში
გიორგა
10:48 04-05-2017
0
Aq ganaxevrda nakrebis dzala...vfiqrob nakrebis dagmasvlis xana iwkeba...mamukas gareshe chveni ragbi ver warmomidgenia(((((((((
Zura
10:47 04-05-2017
0
დილის შოკიც ამას ქვია!!! :((( თუმცა არაფერია მუდმივი და ეს დღეც დადგა. გენიალური ადამიანის და გენიალური მორაგბის ღირსეული გადაწყვეტილება. კარგი იქნება თუ სხვებისთვისაც მაგალითი იქნება მამუკას მიერ განვლილი კარიერა და შემდეგ მისი დასასრული. მადლობა მამუკა და წარმატებები.... მართლაც ცრემლი მომადგა თვალზე
0
ეეე ბოლოს აღარ მახსოვს ასე ძალიან რაზე დამწყდა გული. მადლობა მამუკა! მადლობა იმისთვის რაც გააკეთე ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის! შენით ვამაყობთ ქართველები!
კახა
10:45 04-05-2017
0
მოუთმენლად ველი ნაკრების მომდევნო თამაშს! რაგბის ყველა გულშემატკვირმა პატივი უნდა ვცეთ და ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი გორგოძილა!
ნიკა
10:44 04-05-2017
0
რა თქმაუნდა გორგოძე ხალხს გვიყვარს, გული კი არ დაგვწყდა არამედ ჩაგვწყდა. მაგრამ წასვლის მიზეზი გაუგებარი და ყურით მოთრეულს გავს. არც ჩვენ გვინდა დამარცხებული და ამხელა კაცი მოედანზე ტყვილა მდგარი, მაგრამ ეს არ არის კარგი საქციელი.ჩვენ გულშემატკივარი კარგი ხანია ვამჩნევდით ის ზველი გორგოძე რომ არ არის. მიბაძე მეკოს, თუნდაც ტოტის,დელ პიეროს... ქართველმა სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა იბრძოლოს, რაგბი მხოლოდ სპორტი არ არის. გავა დრო და მიხვდები რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო.
misheli
10:44 04-05-2017
0
დიდი იმედი წავიდა და მე-3 ხაზის იმედად დაგვტოვა, წარმატებები ორივეს.ცრემლი მაღრჩობს.არ უნდა იყო ასეთი კარგი :(
0
მადლობა მამუკა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს ბოლომდე არ ჩამოშორდები ქართულ რაგბს და რაიმე სხვა სახით კვლავ გააგრძელებ ამ სპორტის განვითარებას.
0
"ვინც ქვეყანას ჭირისუფლობს, თავის თავს აღარ ეკუთვნის” დიდი მადლობა "ლომებრ მყეფე" დიდებულ ქართველს. მამუკას თამაში უდიდეს სიმამოვნენას მანიჭებდა ყოველთვის. დიდებული სანახავი იყო მისი თითოეული შერკინება მეტოქესთან. მამუკას ცქერისას გრძნობ "გაუტეხელი ქართული სულის სიძლიერეს". წარმატებები დიდ კაპიტანს.
ირაკლი
10:37 04-05-2017
0
კი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. პატარა ბავშვივით გავხდი. იქნებ ცოტა ხანი კიდევ დარჩენილიყო!!! მაგრამ......მადლობა შენ. გამოსათხოვარ თამაშზე ვერც კი წარმომიდგენია რა იქნება.
zaali
10:36 04-05-2017
0
რატომ უნდა ეტყობოდეს ესეთ კაცს ასაკი! ძალიან დამწყდა გული. აუცილებლად მივალ სტადიონზე მამუკას გასაცილებლად.
ნიკა
10:36 04-05-2017
0
როგორი ჯიგარიც მთელი კარიერის მანძილზე იყავი ისევე ჯიგრულად მიდიხარ. უბრალოდ მთელს საქართველოს გაუჭირდება უშენოდ. დიდი მადლობა ყველაფრისათვის რაც საქართველოსთვის გააკეთე. მართლაც რომ ძალიან ძლიერი შევსება მოდის მესამე ხაზში ნაკრებში და იმედი გვაქ შენსავით და კიდევ უფრო შენზე მეტად ჯიგრულად ივლიან ამ რთულ გზაზე.
dadu
10:33 04-05-2017
0
აუუ ცრემლები მომდის არ ვიცი რატომ,
მამუკა შენ ჩვენი ლიდერ მეფე იყავი და ასეთი დარჩები , მადლობა თუგინდ ამ დილაადრიან ცრემლებისათვის.
გისურვებ წარმატებას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის გაიხარე იდღერგძელე შენს ოჯახთან ერთად.
ფეოლა ( ფოთი )
10:33 04-05-2017
0
ღმერთმა დაგლოცოს მამუკა
mamuka
10:26 04-05-2017
0
Kai adamiani da udidesi moragbe emshvidodeda saqartvelos nakrebs:((( mec cremli momadga tvalebze...
Temo82
10:25 04-05-2017
0
დიდი მადლობა მამუკას ნაკრებში ნათამაშები თითოეული წუთისთვის. ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო მისი წასვლა ნაკრებიდან, მაგრამ რაღანდ თვლის რო უნდა წავიდეს ესეიგი ასეა საჭირო. არადა 35 წელი ნამდვილად არ არის ის ასაკი მსოფლიოზე რომ ვერ ეთამაშა. წარმატებები მას უკვე საკლუბო კარიერაში
madloba
10:22 04-05-2017
0
დიდი მადლობა ღმერთმა დალოცვილი გამყოფოს შენ და შენი ნამდვილი ქართული ოჯახი წარმატებებს გისურვებ
mamuka
10:21 04-05-2017
0
როგორ ვისურვო რომ კიდევ წავაგოთ, რომ კიდევ ერთი თამაში დარჩეს ..:(
ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა ერთი სიამოვნება იყო მისი დავდადებული და გონიერი თამაშის ყურება!!
0
ვახ, ამეტირა... ღირსეული კაცის სევდანარევი რეალობა, პრაგმატიზმი და ოპტიმიზმი.
Irakli apkhaidze
10:18 04-05-2017
0
ლეგენდა წავიდა! ლეგენდა დარჩა!
მე მეტირება და თქვენი არ ვიცი..
ქუთაისელი
10:14 04-05-2017
0
მსგავსი სიახლეები
სიახლეები პოპულარული