"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

AutoSharing Option
19 თებერვალს რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.

მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.

28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ
ერთ მომენტში გერმანელი მეტოქე მოძრაობით დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6.

47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გამოიყენა თავისი შანსი და ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე კი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე.

სამწუხაროდ კვირიკაშვილის სამივე გარდასახვა არ აღმოჩნდა ზუსტი. პირველის შემთხვევაში ბურთი მარჯვენა ძელს მოხვდა.

68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა უკვე მეორე ლელო გაიფორმა, კვირკაშვილმა კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:6 გახადა.

ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ასევე ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს.

ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.

ფოტო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჩვენ რა არ გვყავდა გადახალისებული შემადგენლობა? ახალგაზრდებმა მაინც კარგად იმუშავეს, იყო სეცდომებიც მაგრამ ეს შეუთამაშებლობის ბრალია, ბელგიის მერე ხომ დიდი წინსვლაა, როგორც ჰეიგმა ბრძანა ვითარდება ახალგაზრდები და მაინც ცოდო ვართ ამათთან საბურთაოდ ცოტა ძლიერები გვინდა, მადლობა ჰეიგს და ბიჭებს ყველას ვინც ასეთ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, წარმატებები ბიჭებო გაიხარეთ
0
მოგება რა თქმა უნდა კარგია, თუნდაც გერმანიასთან, მაგრამ ... აშკარად არ გვივარგოდა რაქი და გადმოგდებული ბურთის ჰაერში დაჭერა
მერაბი გ.
09:49 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული