mirror-ი ქართველ ტალანტზე - ნინიაშვილის როლი "ბორჯღალოსნების" თამაშში

AutoSharing Option
ნოემბრის მოახლოებული ტესტ-მატჩების წინ ბრიტანულმა mirror-მა 10 ტალანტი გამოარჩია და რაგბის გულშემატკივრებს მათზე დაკვირვება ურჩია. სიაში ერთ-ერთი დავით ნინიაშვილია:

"საქართველოში არაერთი ნიჭიერი მორაგბე იბადება - დავით ნინიაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელთაც შეუძლიათ, თავიანთი ქვეყნის სარაგბო პოტენციალი წარმოაჩინონ.

მსოფლიომ 19 წლის მორაგბის თამაში ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან შეაფასა, როდესაც მან 3 ლელო მიითვალა, ხოლო ტოპ 14-ის გულშემატკივრებმა დავითის ნიჭი "ლიონში" გადასვლის შემდეგ შეამჩნიეს.

ნინიაშვილი ფიზიკურად ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა მისი მხრიდან პოზიციის შერჩევა, თავდაჯერებულობა, მაღალი ბურთისთვის ბრძოლა საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ ტესტ-მატჩებში ძალიან დაეხმარება."

აქვე "ბორჯღალოსნების" უახლოეს გეგმებსაც
შეგახსენებთ - 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით; 20 ნოემბერს კი ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში, ფიჯის ვერკინებით.

alt"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს რაგბს რამოდენიმე ვარსკვლავი ეზრდება. იმედია მათ კლასი ნაკრებს წინ წასწევს!!! წარმატებებს გისურვებთ!!!
tngh
16:08 06-11-2021
0
safrangetshi vcxorob da niniashvilize da saghnidzeze gagijebulebi arian calian magarebi ariano ak izaxian.
gio emigranti
13:35 02-11-2021
0

სიახლეები პოპულარული