მუნდიალი 2014: აშშ-ის დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ

AutoSharing Option
კონკაკაფის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის ორი მატჩი გაიმართა. მექსიკამ და იამაიკამ თავიანთი მატჩი ოდნავ ადრე ჩაატარეს და სწორედ იმ შეხვედრაში მოიპოვა მექსიკამ ერთადერთი გამარჯვება (1:0).

ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა - ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა 3-3 ქულა აიღეს და ლიდერობა განიმტკიცეს. აშშ-მ ჰონდურასს ჯოზი ალტიდორის ერთადერთი გოლის წყალობით სძლია და მეტოქეს 6 ქულით გაასწრო. ამ მოგებით, იურგენ კლინსმანის შეგირდებმა მუნდიალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს.

კოსტა რიკამ კი პანამას უმასპინძლა და მეორე ტაიმის დებიუტში გატანილი ორი ბურთით იმარჯვა. ანგარიში 49-ე წუთზე
ბრაიან რუისმა
გახსნა, 4 წუთში კი მეორე გოლი, რუისის პასით, სელსო ბორხესმა გაიტანა.

აშშ-ჰონდურასი 1:0
გოლი: 1:0 ალტიდორი (73)

კოსტა რიკა-პანამა 2:0
გოლები: 1:0 ბ. რუისი (49), 2:0 ბორხესი (53)

თ მ ფ წ ბ ქ
1. აშშ 6 4 1 1 7-3 13
2. კოსტა რიკა 6 3 2 1 7-3 11
3. მექსიკა 6 1 5 0 3-2 8
4. ჰონდურასი 6 2 1 3 6-7 7
5. პანამა 6 1 3 2 5-7 6
6. იამაიკა 6 0 2 4 2-8 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაპონიის შემდეგ მუნდიალის საგზურები ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ და ირანმა მოიპოვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული