სანაძის 29 ქულა და "ანორთოსისი" ნახევარფინალშია

AutoSharing Option
დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში ქართველი უკანახაზელის ლიდერობით "ანორთოსისმა" იოლად – 103:83 სძლია აპოელ-ს და ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში შევიდა

დუდა სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო. მან 27:24 წუთი ითამაშა და გუნდს 29 ქულა მოუტანა (5 სამქულიანი 12 ცდიდან). ქართველი ლეგიონერი მატჩის ბომბარდირიც გახდებოდა (აპოელ-ის სიმიტცისმა 30 ქულა ჩააგდო), რომ არა საჯარიმო ხაზიდან არაზუსტი სროლები (6-დან 2 ჩააგდო). დუდას ანგარიშზეა 5 პასი, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. მარგი ქმედების კოეფიციენტით (26) ის გუნდში მეორე ადგილზე გავიდა.
დანარჩენ წყვილებში ნახევარფინალისტების ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.

დუდა სანაძე საშუალოდ 20.2 ქულას აგროვებს თამაშში და ამ მხრივ კლუბში საუკეთესო შედეგი აქვს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული